უნდა ესწრებოდეს თუ არა მამაკაცი მეუღლის მშობიარობას: „სავალდებულოც უნდა იყოს, მთავარია, თავად მისახედი არ გაუხდეთ ექიმებს“ - მშობლები

უნდა ესწრებოდეს თუ არა მამაკაცი მეუღლის მშობიარობას: „სავალდებულოც უნდა იყოს, მთავარია, თავად მისახედი არ გაუხდეთ ექიმებს“

2025-06-26 11:48:45+04:00

მშობიარობისას მეუღლის დასწრება დღეს უკვე გავრცელებული პრაქტიკაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართვლოში. ამის მიუხედავად, მაინც არიან წყვილები, რომლებსაც სხვების გამოცდილება აინტერესებთ - როგორ იხსენებენ ქალბატონები მეუღლის დასწრებით გამოწვეულ განცდებს და რას ურჩევენ მათ, ვისაც ეს გამოცდილება ჯერ წინ ელოდება.

  • „15 საათი ჩემთან ერთად იყო ბლოკში, ჩემი ხელი ეჭირა და მამხნევებდა. ძალა გამოცლილს მახსენებდა, რომ მესუნთქა, გონება მეკარგებოდა, იმდენად ცუდად და სუსტად ვიყავი, რთულ პერიოდში ჩემი საღი გონება და იმედი იყო.. მისი დამსახურებაა, მშვიდობით რომ დასრულდა ყველაფერი.ამ დღის შემდეგ რაღაც დიდი გარდატეხა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, უფრო მეტად დავაფასეთ და შევიყვარეთ ერთმანეთი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში საუკეთესო არჩევანი გავაკეთე“
  • „ჩემს მშობიარობაზე ჩემი სიყვარული დედიკო იყო ჩემთან და არ მინდოდა სხვა იქ არავინ. დედა ჩემი იმედი და ძალა იყო და არის . მზე და მთვარე ამომდის დედაზე.“
  • „ორივე ბავშვის მშობიარობას დაესწრო. ჭიპის ზონარს გერმანიაში მამას აჭრევინებენ. უმაგრესი გრძნობაა, როცა ოროვე მშობელი ერთ წამში ხედავს ბავშვს. აუცილებელია ყველა მამა დაესწროს მშობიარობას.“
  • „ჩემმა შვილმა უარი თქვა, ვერ ავიტან გული წამივაო… ყველას ერთი ფსიქიკა ხომ არ აქვს. თუ არ შეუძლია? ზოგს პატარა სისხლის დანახვაზეც გული მისდის გულწასულ ქმარს მიხედონ მერე თუ მშობიარეს?“
  • „ოღონდ მაგარი გული უნდა ჰქონდეს,მოსასულიერებელი გაგვიხდა გუშინწინ ბიჭი. ექიმს გოგოსთვის მიეხედა თუ ბიჭისთვის, ვეღარ გაიგო და ჩვენ დაგვირეკეს დასახმარებლად“.
  • „ჩემი მეუღლე ძალიან ხშირად იხსენებს იმ ემოციებს და ბავშვებსაც ძალიან უყვართ მისგან ამ ისტორიის მოსმენა.“
  • „ამაზე მეტი სასიხარულო რა უნდა იყოს მშობიარე მეუღლისთვის? მე დიდად ვაფასებ ასეთ მამას და მეუღლეს, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა.“
  • „ისეთ დღეში ვიყავი, მთელი საქართველო რომ დამსწრებოდა, ჩემი ექიმის მეტს მაინც ვერავის დავინახავდი.“
  • „ფრთხილად იყავით, ზოგიერთი მამაკაცი მშობიარობაზე დასწრების შემდეგ ცოლის მიმართ ინტერესს კარგავს.“
  • „უფრო მშვიდად იქნებით,მეუღლე კი უკეთესად გააცნობიერებს თქვენ რა ტკივილს გადიხართ“.
  • „არ არის საჭირო მეუღლე დაესწროს მშობიარობას, არ მივესალმები ამ ფაქტს.“
  • „ვფიქრობ, სავალდებულო უნდა იყოს.“
  • „ჩემს შემთხვევაში არ მაქვს სურვილი არც ერთი ახლობლის დასწრების ექიმების გარდა, მაგრამ თუ მეუღლეს სურვილი აქვს და შეუძლია იმ ყველაფრის ყურება, რატომაც არა.“
  • „გვერდში მდგომი საიმედო ადამიანი გეყოლება. ექიმი სულ შენთან ვერ იქნება და ვერ დაგეხმარება ისე, როგორც მეუღლე. თუ ფსიქიკა ნორმალურად აქვს, რა თქმა უნდა.“
  • „მშობიარობაზე იქ რომ ყოფილიყო, მე არ მენდომებოდა, უფრო ვინერვიულებდი მასზე“
  • „პირველი შვილზე დაესწრო ჩემი მეუღლე, მეორეზე ბავშვი ჰყავდა დატოვებული. მესამე პანდემიის დროს დაიბადა და არ დაუშვეს. დღემდე იძახის და ბრაზობს, როგორ არ შემიშვესო. ჩემი აზრით, დიდი ძალა და იმედია, როცა შენი მეორე ნახევარი ასეთ დროს შენა გვერდითაა.“
  • „4 შვილიდან ბოლო ორ საკეისროს დაესწრო და აუცილებელია ეს ქალისთვისაც და ბავშვისთვისაც. პირველზე არ შემოუშვეს, მეორეზე ვერ ჩამომისწრო სამწუხაროდ.“
  • „მშობიარობის დროს ძალიან დაგეხმარებათ მისი თანადგომა. ლაპარაკში ისე გავერთე, მხიარულად გავაჩინე. უარყოფითი მხოლოდ ის აქვს, ყოველთვის იკვეხნის, რომ პიველმა მან აიყვანა და ნახა ბავშვი“.
  • „დაესწრო, მაგრამ ჩემს თავზე მედარდა თუ მასზე, აღარ ვიცოდი. ძალიან გავწვალდი.“
  • „ჩემს ქმარსაც ჰქონდა სურვილი, მაგრამ სანამ შემოვიდა დაიბადა ბავშვი“.
  • „სამივეს დაესწრო, არანაირი უარყოფითი,პირიქით, უფრო იმედიანად ვიყავი“.
  • „ძალიან დიდი თანადგომაა მეუღლის მხრიდან იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გიჭირს!“
  • „თუ თავად მეუღლეს არ აქვს შიშები, აუცილებლად უნდა დაესწროს“
  • „ოთხივეს დაესწრო და მეხუთეზეც აპირებს.“
  • „სამშობიაროშიც კი ჩემ გვერდითაა ის 3-4 დღე და ვერ ავღწერ, ეს რამხელა ძალაა ქალისთვის. ხელს რომ ჩაგკიდებთ ყველაზე მტკივნეულ საათებში თქვენი საყვარელი მეუღლე, ამაზე დიდი ძალა არ არსებობს იმ მომენტში“.
  • „მე ორი ადამიანი მესწრებოდა - ჩემი დედიკო და ქმარი.“
  • „ჩემმა გოგომ უარი უთხრა მის მეუღლეს ,სამაგიეროდ, მე დავესწარიორივე პატარას გაჩენას.“
  • „შეიძლება მოსასულიერებელი დარჩეს და შენ არავინ მოგხედავს.“
  • „მხოლოდ მშობიარობაზე არა, მთელი ის პერიოდი ჩემგვერდით იყო. გაუსაძლისი ტკივილებიც მისი დახმარებით გადავიტანე. ყველაფერზე მეტად მეუღლე მეიმედებოდა.“
  • „ჩემი შვილი დაესწრო მშობიარობას და წინა ღამეც გაათენა მეუღლის გამხნევებაში, ბოლოს ექიმმა შესთავაზა, შენისთანა დამხმარე ძალიან მჭირდებაო.“
  • „თუ ორივე თანახმაა, რატომაც არა? პირადად მე არ მინდოდა არავის დასწრება. ვიცოდი თავიდანვე, რომ მარტივი არ იქნებოდა მშობიარობა, მზად ვიყავი ყველანაირად. მარტოს მერჩია ყოფნა. ხოდა ზედმეტი წივილ-კივილის გარეშე გავაჩინე შვილები“
  • „მეუღლეს გააჩნია რამდენად ძლიერი/სუსტი გული აქვს. ჩემი მოსამზადებელშივე ცუდად ხდებოდა.“
  • „ჩემი ქმარი დაესწრო და არცერთი წამით არ გვინანია არასდროს.
  • იმ მომენტში საყვარელი ადამიანის ახლოს ყოფნა გაძლიერებს და მეტ ენერგიას გმატებს.თუკი სურვილი გაქვთ და შეუძლია, აუცილებლად შეიყოლეთ ბლოკში.“
  • „რაებს იგონებთ! რა უნდა კაცს მშობიარობისას? აი, რა მიზანია, ვერ ვხვდები. არ ფიქრობთ, რომ საეროდ შეიძლება შეძულდეს მეუღლე? არის რაღაც წესები, რომლებსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია!“
  • „მე გამიგია, რომ მაგის შემდეგ ქმარი საერთოდ აღარ ეკარებოდა ცოლს“
  • „რა უნდა კაცს იქ? ეს არაა ვაჟკაცობა, სხვა რამით გამოავლინეთ“.
  • „ვინც ამბობთ, რომ მეუღლე შეზიზღდება, მსგავს შემთხვევაში ისედაც ეზიზღებათ ალბათ მეუღლეები, სხვანაირად საზიზღრობა რა არის ახალი სიცოცხლის და საკუთარი შვილის დაბადებაში. ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ თავთან დაუდგება, ,ხელს მოჰკიდებს, გაამხნევებს ან ოფლს მოწმენდს შუბლზე, ამაში ცუდი რა არის?“
  • „კაცს უნდა ჰქონდეს სურვილი, ყველაზე მტკივნეულ და რთულ მომენტში საყვარელ ადამიანს გვერდით ედგეს, უარყოფითი მხარე როგორ უნდა არსებობდეს საერთოდ ამ შემთხვევაში, როდესაც ახალი სიცოცხლის დაბადებაზეა საუბარი? ჩამოყალიბებული შემდგარი მამაკაცისთვის არ არსებობს ბარიერი რომელსაც ვერ გადალახავს!“
  • „თუ სურვილი აქვს და შეუძლია რატომაც არა. მე არ მქონია სურვილი. სად მქონდა მისი ნუგეშის თავი?“
  • „მშობიარობას კი არა, ჩემი ქმარი კბილის ექიმთან რომ წამყვა, ფარდის უკან იმალებოდა.“
  • „თუ ქმარი მისახედი არ გახდება, დაუდგეს მეუღლეს გვერდში უმნიშვნელოვანეს წუთებში და გაიზიაროს მისი მდგომარეობა - მივესალმები“.