დაკოტა ჯონსონი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი ქალია მსოფლიოში. "ნაცრისფერის 50 ელფერის" ვარსკვლავმა წელს "მატერიალისტებში" გაიბრწყინა და მასზე კვლავ ყველა ლაპარაკობს.
დაკოტა ჯონსონი1989 წლის 4 ოქტომბერს დაიბადა ოსტინში, ტეხასის შტატში. დაკოტა ცნობილი მსახიობების - მელანი გრიფიტისა და დონ ჯონსონის ქალიშვილია, ხოლო დედის მხრიდან მისი ბებია მსახიობი ტიპი ჰედრენია.
მისი მშობლები მოგვიანებით დაშორდნენ და დაკოტას და-ძმები ჰყავს დედის და მამის მხრიდან. მისი დედა, მელანი გრიფიტი, შემდეგ ანტონიო ბანდერასს გაჰყვა ცოლად და დაკოტამ ბავშვობის დიდი ნაწილი სწორედ ანტონიოსა და მელანისთან ერთად გაატარა.
დაკოტა ამერიკაში გაიზარდა.ზაფხულობით ადგილობრივ მაღაზიაში მუშაობდა. ადრეულ ასაკში დაუდგინდა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD); ამის გამო, შვიდჯერ გამოიცვალა სკოლა და დღემდე იღებს მედიკამენტებს.
დაამთავრა ასპენის სკოლა. მოგვიანებით მონტერეის სანტა კატალინას სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი სანტა მონიკას ნიუ როუდსის სკოლაში გადავიდა.
ბავშვობიდან აქტიურად ცეკვავდა. 12 წლისა მოდელობით დაინტერესდა, მას მერე, რაც ჟურნალ Teen Vogue-სთვის სხვა ცნობილ ბავშვებთან ერთად ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო. მოგვიანებით ყვებოდა, რომ ბავშვობაში მსახიობობა სურდა და მშობლებთან ერთად გადასაღებ მოედანზე დიდ დროს ატარებდა.
მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში „ქალი წესების გარეშე“ (1999). მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა გახმაურებულ ფილმებში, პირველი წარმატება კი მოუტანა ფილმმა „ნაცრისფერის ორმოცდაათი ელფერი“. შემდეგ იყო ბევრი წარმატებული როლი და წელს კიდევ ერთი დიდი გაბრწყინება "მატერიალისტებში".
ამ ფილმის გადაღებებზე განსაკუთრებით დაუმეგობრდა ცნობილ მსახიობ პედრო პასკალს და ისინი ხშირად აქვეყნებენ სახალისო ვიდეოებს თუ ერთობლივ ინტერვიუებს.
დაკოტა მსოფლიოს ულამაზეს ქალთა შორისაც ხშირად სახელდება. საკმაოდ აქტიურია საზოგადოებრივ ასპარეზზე. მოდის ბრენდ Gucci-ს ელჩია, 2020 წლის ნოემბერში კი გამოცხადდა, რომ ის სექსუალური ჯანმრთელობის ბრენდის, Maude-ის ინვესტორი და შემოქმედებითი თანა-დირექტორი გახდა. 2018 წელს ჰოლივუდში 300 ქალთან ერთად ჩაუდგა სათავეში პროექტს „Time's Up“, რომელიც ქალებს შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან იცავს.
ჯონსონი ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ მსახიობადაც მიიჩნევა და აქტიური მკითხველია. 2024 წლის მარტში წიგნის კლუბი დააარსა.
მის გარშემო ყოველთვის ცნობილი და წარმატებული მამაკაცები არიან.
2013 წლიდან 2014 წლამდე დაკოტა მსახიობ ჯორდან მასტერსონს ხვდებოდა. 2014 წლიდან 2016 წლამდე ურთიერთობაში იყო მუსიკოსთან და მოდელ მეთიუ ჰითთან.
2017 წლიდან დაკოტა Coldplay-ს ვოკალისტს, მომღერალ კრის მარტინს ხვდებოდა, რომელიც მასზე 12 წლით უფროსია და ისინი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წყვილად მიიჩნეოდნენ. ისინი ერთად ცხოვრობდნენ მალიბუში, კალიფორნიაში და დაინიშნენ კიდეც. თუმცა 2025 წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა.