"წლის ქორწილი" დაიწყო - ლორენ სანჩესმა და ჯეფ ბეზოსმა ვენეციაში წინასაქორწინო წვეულება გამართეს და ცნობილ სტუმრებს უმასპინძლეს - მშობლები

"წლის ქორწილი" დაიწყო - ლორენ სანჩესმა და ჯეფ ბეზოსმა ვენეციაში წინასაქორწინო წვეულება გამართეს და ცნობილ სტუმრებს უმასპინძლეს

2025-06-27 10:48:44+04:00

ლორენ სანჩესისა და ჯეფ ბეზოსის ქორწილს "წლის ქორწილი" უკვე უწოდეს. Amazon-ის დამფუძნებელმა და მისმა საცოლემ ცერემონიისთვის სავარაუდოდ, 40-48 მილიონი დოლარი დახარჯეს და ბედნიერი წუთების გასაზიარებლად 250 ცნობილი სტუმარი დაპატიჟეს. სტუმრებს შორის მსახიობები, პოლიტიკოსები, შოუბიზნესი წარმომადგენლები არიან. თავად წყვილი მდიდრულ სასტუმრო "Aman"-ში დაბინავდა, სადაც ნომრის ღირებულება ღამეში მინიმუმ 4000 ევროა. აღსანიშნავია, რომ ლორენ სანჩესისა და ჯეფ ბეზოსის საქორწინო ცერემონია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

3-1751007018.jpg

პირველ დღეს ცერემონია მადონა დელ’ორტოს მონასტერში გაიმართა, რომელიც შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლია და მე-16 საუკუნის მხატვარ ტინტორეტოს შედევრებს ინახავს.

როგორც ინსაიდერები ამბობენ, ლორენ სანჩესმა და ჯეფ ბეზოსმა 1 თვის წინ ამერიკაში ხელი ოფიციალურად მოაწერეს და უკვე კანონიერ ცოლ-ქმრად ითვლებიან. იტალიაში გამართული წვეულებები კი მხოლოდ ცერემონიის ნაწილი იქნება.

2-1751007032.jpg
კიმ კარდაშიანი

"ისინი სულ მცირე ერთი თვეა, დაქორწინებულები არიან, ქორწინება სრულიად კანონიერია და ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად, ამერიკაში დაიდო. რაც არ უნდა მოხდეს პარასკევს ქორწილში, ეს ოფიციალური ქორწილი არ იქნება. არც ერთ დადებულ ფიცს ან გაცვლილ ბეჭდებს იურიდიული ძალა არ ექნება", - განუცხადა ინსაიდერმა Daily Mail-ს.

წყვილმა არა მხოლოდ იქორწინა, არამედ საქორწინო ხელშეკრულებაც გააფორმა. ცნობილია, რომ ჯეფ ბეზოსი სწორედ საქორწინო ხელშეკრულებით აპირებს, 244 მილიარდი დოლარის ქონება დაიცვას. ამის მიუხედავად, სტუმრებს ვენეციაში უნიკალური წვეულება ელით.

3500x2329-0xpgtrax3k-1727789001275639213-1751007076.jpg
ორლანდო ბლუმი, ტომ ბრედი

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები მასშტაბურ ქორწილს აპროტესტებენ და მიტინგს აწყობენ, წყვილის ცნობილმა მეგობრებმა ვენეციაში შეკრება უკვე დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული.

როგორც ცნობილია, სანჩესმა და ბეზოსმა სტუმრებისთვის ქალაქის საუკეთესო სასტუმროები დაიქირავეს. სტუმრებს შორის არიან ორლანდო ბლუმი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საცოლეს, კეტი პერის დაშორდა. ასევე, ფეხბურთელი ტომ ბრედი, მილიარდერი ნიჭიერი აგენტი სკუტერ ბრაუნი. ასევე, კარდაშიანები, ოპრა უინრი, ლეონარდო დიკაპრიო და მისი მეგობარი გოგონა, ვიტორია ჩერეტი და სხვები. ცნობილია, რომ ბეზოსის ქორწილს ტრამპების ოჯახის წევრებიც დაესწრებიან.

5-1751007120.jpg
ლორენ სანჩესი

ლორენ სანჩესმა ქორწილის წინა ვახშმისთვის Schiaparelli-ს 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ულამაზესი კაბა შეარჩია და ოქროსფერი ფეხსაცმელი მოირგო.

როგორც ცნობილია, ლორენ სანჩესი ქორწილზე Oscar de la Renta-ს სახლის ელეგანტური კაბით გამოჩნდება. წყვილის საქორწინო ცერემონიას უამრავი ადამიანი ელოდება. იქამდე კი გადავხედოთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესს სტუმრები წინასაქორწინო ცერემონიაზე:

7-1751007156.jpg
ლეონარდო დიკაპრიო და ვიტორია ჩერეტი
8-1751007191.jpg
ოპრა უინფრი
9-1751007228.jpg
დომენიკო დოლჩე
10-1751007260.jpg
ბილ გეიტსი
11-1751007295.jpg
დედოფალი რანია
12-1751007319.jpg
კარლი კლოსი
13-1751007358.jpg
ვიტორია ჩერეტი
14-1751007389.jpg
კენდალ და კაილი ჯენერები
15-1751007420.jpg
კენდალ ჯენერი
17-1751007457.jpg
ივანკა ტრამპი
18-1751007502.jpg
კიმ კარდაშიანი
19-1751007547.jpg
კრის ჯენერი