შორდებიან თუ არა? - განქორწინებაზე გავრცელებული ხმების შემდეგ 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 80 წლის მაიკლ დუგლასი ერთად გამოჩნდნენ - მშობლები

შორდებიან თუ არა? - განქორწინებაზე გავრცელებული ხმების შემდეგ 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 80 წლის მაიკლ დუგლასი ერთად გამოჩნდნენ

2025-06-27 22:31:07+04:00

აპრილში გავრცელდა ხმები, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვარსკვლავური წყვილი იშლებოდა. ამბობდნენ, რომ 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი 80 წლის მაიკლ დუგლასს 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ეყრებოდა.

აღსანიშნავია, რომ წყვილი 2013 წელსაც აპირებდა განქორწინებას, როცა კეტრინს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ბიპოლარულ აშლილობას ებრძოდა. თუმცა წყვილმა მაშინ გაუძლო განსაცდელს.

შემდეგ მაიკლს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები - რამდენიმე წლის წინ ხორხის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და თითქმის ერთი წელი ებრძოდა დაავადებას. კეტრინი მის გვერდით იყო ამ განსაცდელის დროს. თუმცაამბობენ, რომ მაიკლი საკმაოდ დაუძლურებელია. ასაკმა და ავადმყოფობამ სერიოზულად დაატყო ხელი და გავრცელებული ხმების თანახმად, კეტრინს განქორწინება სურდა.

504257838-1191275766345724-8938978229827547873-n-1751049902.jpgmichael-1751049589.png

თუმცა სულ ცოტა ხნის წინ წყვილი ერთად გამოჩნდა უმცროსი შვილის - 21 წლის კერის დუგლასის გამოსაშვებ საღამოზე. გოგონამ ამერიკის ბრაუნის პრესტიჟული უნივერსიტეტი დაასრულა.

1748293133-9650-1751049902.webp

1748293190-7819-1751049902.webp

შეგახსენებთ, წყვილმა "ზოროს ნიღბის" პრემიერაზე გაიცნო ერთმანეთი. 1999 წელს შესთავაზა ცოლობა დუგლასმა და 2000 წელს იქორწინეს.

24-years-ago-my-darling-wow-was-i-a-lucky-guy-happy-anniversary-catherine-catherinezetajones-1751049902.jpg5466232-1751049902.jpge3e99b8151fbd45e2b45cb9ceee89f6f-1751049902.jpg
july-2024-gallery-update-catherine-zeta-jones-and-michael-douglas-family-album-1751049903.webp
მაიკლი შვილებთან ერთად