ვინ არიან ანა ვინტურის შვილები, რომლებმაც დედასთან მუშაობა არ ისურვეს და შვილიშვილები, რომლებიც სახელით მიმართავენ: "ბებიას არც ერთი არ მეძახის. მათთვის ანა ვარ" - მშობლები

ვინ არიან ანა ვინტურის შვილები, რომლებმაც დედასთან მუშაობა არ ისურვეს, ქმრები და შვილიშვილები, რომლებიც სახელით მიმართავენ: "ბებიას არც ერთი არ მეძახის. მათთვის ანა ვარ"

2025-06-29 10:07:50+04:00

მოდის ინდუსტრიის ლეგენდარული "რკინის ლედი" ანა ვინტური ამერიკულ Vogue-ში 37 წლის მუშაობის შემდეგ პოზიციას ტოვებს.

მიუხედავად ამისა, იგი მთავარი კონტენტის დირექტორისა და Vogue-ის გლობალური რედაქციული დირექტორის თანამდებობებს შეინარჩუნებს.

ამ წელს მოდის ლეგენდას 77 წელი შეუსრულდება. როდესაც ამ ქალზე ვფიქრობთ, ავტომატურად წარმოვიდგენთ მკაცრ და უხეშ უფროსს, რომელიც ყველაზე მეტად თავის საქმიანობას აფასებს (როგორც მირანდა პრისტლი ფილმში "ეშმაკი ატარებს პრადას").

თუმცა, იგი ყოველთვის ასეთი არ არის - ვინტური არა მხოლოდ ლეგენდარული მთავარი რედაქტორია, არამედ მზრუნველი დედა და ბებიაც. ანა ვინტურს ორი შვილი ყავს - ვაჟი ჩარლზ შაფერი და ქალიშვილი ბი შაფერი, და სამი შვილიშვილი: ოლივერი, კეროლაინი და ელა. ერთ-ერთი ტერვიუში მან თქვა, რომ შვილიშვილები მას ბებიას კი არა, ანა ეძახიან. "ბებიას არც ერთი არ მეძახის. მათთვის ანა ვარ" - აღნიშნა ვინტურმა.

ვაჟი - ჩარლზ შაფერი

455x600-1-6209599f51b242bc333f5b877bb5fbd9758x1000-0xwmviljtw-7492347040795401951-1751177450.jpg

40 წლის ჩარლზი ანასა და დევიდ შაფერის ერთადერთი ვაჟია. დედის თანამდებობის მიუხედავად, ჩარლზმა მოდის ინდუსტრიაში კარიერა არ აირჩია და მამის კვალს გაჰყვა - ფსიქიატრი გახდა.

485x600-1-e868bd305cfee1b8410d398a0a95d9e91035x1280-0xbicgq6vu-8792814463498379223-1751177600.jpg

ჩარლზი ქორწინებულია - 2014 წელს მან და ელიზაბეტ კორდიმ ნიუ-იორკში, ანას სააგარაკე სახლში იქორწინეს. დახვეწილ ცერემონიაზე ბევრი სახელოვანი სტუმარი იყო ოსკარ დე ლა რენტადან ბაზ ლურმანამდე.

ჩარლზმა და ელიზაბეტმა სტუდენტობის დროს გაიცნეს ერტმანეთი, როდესაც ორივე ოქსფორდში სწავლობდნენ. 2016 წელს ჩარლზმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმთა და ქირურგთა კოლეჯი დაამთავრა და სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო ფსიქიატრიის სპეციალიზაციით.

2017 წლის მარტში ანა ვინტური პირველად გახდა ბებია - ჩარლზსა და ელიზაბეტს ქალიშვილი კეროლაინი შეეძინათ.

609x600-1-1571a07700eb9496d4a29604e0b8d49b1080x1064-0xnnlubl0s-1067959562222605228-1751177628.jpg

ორი წლის შემდეგ წყვილს მეორე ქალიშვილი, ელა როუზი შეეძინა.

610x600-1-494660b8e8079dad0edeaee1a06a983f1080x1062-0xyonm77r0-1841059727104158785-1751177660.jpg

ქალიშვილი - ბი შაფერი

728x595-1-3759dad1ed0e4c087b0482558b2a67cd1000x817-0xbuj0v2y9-3411003017456028946-1751177713.jpg

37 წლის ბი შაფერმაც, ისევე როგორც მისმა უფროსმა ძმამ, მოდის სამყაროს მიღმა აიწყო კარიერა, თუმცა ხანდახან ჩნდება Met Gala-ზე დედასთან ერთად.

კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კითხვაზე, იყო თუ არა დაინტერესებული Vogue-ში მუშაობით, გოგონამ უპასუხა, რომ ამჯობინებდა "თავი შორს დაეჭირა". ახლა ბი პროდიუსერია.

484x600-1-1ad5c0477d10b82553ff4672d0327ad11033x1280-0xlpied2sw-2316467973477779199-1751177736.jpg

2018 წელს ბი Vogue Italia-ის მთავარი რედაქტორის ვაჟზე ფრანჩესკო კაროცინზე დაქორწინდა. ქორწილი იმავე სახლში გადაიხადეს, რომელშიც მისმა ძმამ. ცერემონიის დროს ყველა სტუმარს ტელეფონები ჩამოართვეს და სოციალურ ქსელებზე წვდომა არ ჰქონდათ.

488x600-1-f29e321645eb34d6c6e2e32bfbf6d9bb1041x1280-0xlyztmc2b-2531427771083879593-1751177879.jpg

ფრანჩესკო, ისევე როგორც მისი ცოლი, გასართობ ინდუსტრიაში მუშაობს. იგი კინორეჟისორი და ფოტოგრაფია, რომელმაც მუსიკალური კლიპები გადაიღო ბიონსეს, A$AP Rocky-ს და ნიკი მინაჟისთვის. ასევე მუშაობდა მოდის ბრენდების რეკლამაზე, მათ შორის Roberto Cavalli, Ermenegildo Zegna და Salvatore Ferragamo.

2021 წლის ოქტომბერში ბისა და ფრანჩესკოს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ოლივერი დაარქვეს. ბიმ შვილის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ბავშვის ფოტოები გამოაქვეყნა.

495x600-1-15e2c888dda7a9793287742648772a291055x1280-0xjuxa81mq-7147546270199164112-1751177868.jpg

ოჯახური ცხოვრება

2014 წელს Grazia-ს ინტერვიუში ბიმ თქვა, რომ მისი დედა "ყველაზე მოსიყვარულე ადამიანია, ვისაც ოდესმე შეხვდებით". "დაუჯერებელია, მაგრამ იგი სხვა ადამიანებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებს", - დაამატა ბიმ.

პირადი ცხოვრება

ანა ვინტური მხოლოდ ერთხელ იყო ოფიციალურ ქორწინებაში.

anna-wintour-david-shaffer-1751178491.jpg

პირველი ქმარი დევიდ შაფერი, ბავშვთა ფსიქიატრი გახლდათ, რომელიც 12 წლით უფროსი იყო მასზე. ისინი 1984 წელს დაქორწინდნენ და 1999 წელს განქორწინდნენ.

mv5bn2qxytnjogmtowrmos00mwmylwe5nzgtngrjzgm3mmu3nzk3xkeyxkfqcgc-1751178525._V1_.jpg

სწორედ ამ ქორწინებიდან ყავს ვინტურს შვილები.

განქორწინების შემდეგ ვინტური 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურთიერთობაში იყო ინვესტორ შელბი ბრაიანთან.

e64f38cd94684b140c5e319e7dcc9b8d-1751178556.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად ერთად ცხადდებოდნენ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, ისინი ოფიციალურად არასოდეს დაქორწინებულან. ეს ურთიერთობაც დასრულდა რამდენიმე წლის წინ.

136f1533-ae26-48f1-b260-03b152adffbb-1140x641-1751178571.jpg

ამჟამად 77 წლის ანა ვინტური მარტოხელაა, თუმცა მედია ხშირად აკავშირებს მას სხვადასხვა ცნობილ პიროვნებებთან. მიუხედავად ყველაფრისა, იგი რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალად მოდის ინდუსტრიაში და ყოველთვის ინარჩუნებს დისტანციას თავისი პირადი ცხოვრების საკითხებში.