ომეგა 3 ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ? - მშობლები

ომეგა 3 ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ?

2025-06-30 12:03:21+04:00

ყველა მშობელმა იცის, რომ შვილის აღზრდა არ შემოიფარგლება მხოლოდ საკვების მომარაგებით, ტანსაცმლის ყიდვით ან სკოლაში მისვლა-მოსვლით. ეს არის რთული გზა,სავსე სიხარულითა და ცრემლებით, დარდითა და იმედით, უძილო ღამეებითა და მოთმინებით,რომელიც სიყვარულის საზღვრებს სცდება.

ბავშვებს ენერგიის უშრეტი წყარო აქვთ და ხანდახან გვგონია, რომ არასოდეს იღლებიან. მათი ინტერესები და ცნობისმოყვარეობა დაუცხრომელია. მათი გონება სწრაფად იწოვს ყველაფერს – ემოციებს, სიტყვებს, გამოცდილებებს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი მათზე დიდ კვალს ტოვებს. ისინი ერთდროულად ფრთხილებიც არიან და თამამებიც. ამ შეუქცევად პროცესში კი მშობლის როლი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დამკვირვებლის. ჩვენ ვართ მათთვის გზამკვლევი – ის, ვინც უნდა დაეხმაროს შინაგანი რესურსების განვითარებაში, სხეულის, გონებისა და ემოციური ბალანსის გაწონასწორებაში.

სწორედ ამ პასუხისმგებლობების გააზრებისას ვიწყებთ უფრო ღრმა დაკვირვებას – რა სჭირდება ბავშვებს ენერგიის შესანარჩუნებლად, სწავლისთვის, გონებრივი განვითარებისთვის,როგორ დავეხმაროთ მათ კონცენტრაციაში, ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში?

ეს კითხვები მარტივი არ არის, რადგან ბავშვის განვითარება მრავალფაქტორიან პროცესს ეფუძნება – ჯანსაღ გარემოს, ემოციურ კავშირს, ფიზიკურ აქტიურობასა და დაბალანსებულ კვებას. მაგრამ, რაც არ უნდა იდეალურად ვზრუნავდეთ მათზე, ყოველთვის არსებობს მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელთა ნაკლებობა დროთა განმავლობაში გავლენას ახდენს ბავშვის ენერგიულობაზე, გონებრივ სიმახვილესა და ემოციურ სტაბილურობაზე.

ერთ-ერთი ასეთი ელემენტი, რომელიც ხშირად რჩება „ჩრდილში“, მაგრამ უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაში, არის ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები.

ბავშვის ტვინი საოცარი სისწრაფით ვითარდება და უკვე 5 წლის ასაკში ზრდასრული ადამიანის ტვინის 90-დან 95%-მდე მოცულობას აღწევს. ტვინის სტრუქტურის დაახლოებით 60% ცხიმოვანი ნივთიერებებისგან შედგება, რომელთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს – DHA-სა(დოკოზაჰექსენის მჟავა) და EPA-ს(ეიკოზაპენტენის მჟავა) ენიჭებათ. აღნიშნული კომპონენტები სიცოცხლის პირველივე წლიდან აქტიურად მონაწილეობს ნეირონების განვითარებაში, სინაფსების ჩამოყალიბებასა და კოგნიტიური ფუნქციების გაძლიერებაში.

510240346-606539152035766-2736827542821480269-n-1751270548.jpg

ბავშვებში ომეგა-3-ის დეფიციტი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მათი გონებრივი, ემოციური და ფიზიკური განვითარების პროცესზე. ბავშვებში ომეგა-3-ის დეფიციტი ხშირად იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, მეტყველების შეფერხება, აგრესიული ქცევა და ყურადღების დეფიციტი. ბავშვს უჭირს სტრესთან გამკლავება, ხდება ცვალებადი, გაღიზიანებული და უჭირს სწავლის პროცესში ჩართვა და დასწავლა, რაც მშობლებს ხშირად ჩვეულებრივ გადაღლილობად ეჩვენებათ. განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი: ადვილად ღიზიანდება ან არის ჰიპერაქტიური, ხშირად ავადდება ან აღენიშნება ქრონიკული ანთებითი მდგომარეობები, აღენიშნებაზრდაში შეფერხება, დიდ დროს ატარებს ეკრანებთან და უჩივის თვალის სიმშრალეს, უკვე აქვს დადასტურებული ADHD-ის (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი) დიაგნოზი.

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმში არ სინთეზირდება, სწორედ ამიტომ, ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კვების რაციონი, რომელიც მდიდარია სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებებით და ხელს უწყობს ტვინისა და ნერვული სისტემის სრულფასოვან ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მშობლებს ურჩევენ, რაციონში რაც შეიძლება ხშირად შეიტანონ ომეგა-3-ის ბუნებრივი წყაროები – თევზეული, თხილი, ზეითუნის ზეთი და ა.შ.

თუმცა, თანამედროვე აქტიური ცხოვრების დღის წესრიგიდან გამომდინარე, საკვების არჩევის სირთულისა და ბავშვების სენსიტიური გემოვნების ფონზე, ხშირად რთულია ისეთი საკვების რეგულარული მიწოდება ორგანიზმისთვის, რომელიც ომეგა-3-ზე ორგანიზმის მოთხოვნილებას სრულად დააკმაყოფილებს. სწორედ აქ შეგვიძლია მივმართოთ ალტერნატიულ და ეფექტურ გზას სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სახით, რომლებიც არა მხოლოდ ხარისხიან და უსაფრთხო ომეგა-3-ს გვთავაზობს, არამედ გემრიელი და მარტივად მისაღები ფორმითაც მოეწონებათ ბავშვებს. ამ მოთხოვნებს კი სრულად აკმაყოფილებს GM PHARMA-ს გერმანულიწარმოების (“WELTPHARMA”) ომესამის პროდუქტები: ომესამი ჟელი და ომესამი ჯუნიორი.

ომესამი ჟელი სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ომეგა-3-ის პრეპარატია, რომელიც დათუნიის ფორმის გემრიელ ჟელიბონებს აერთიანებს სხვადასხვა ხილის არომატით, რაც მას პატარებისთვისმარტივად მისაღებს, ხოლო მშობლებისთვის კი მოსახერხებელს ხდის. ომესამი ჟელი შეიცავსშემდეგ აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს D3 ვიტამინი (80 სე), ალფა-ლინოლეინის მჟავა ALA (65მგ), ვიტამინი C (10მგ) და ვიტამინი E (1.2მგ).

ომესამი ჟელი გამოიყენება 3 წლის ასაკიდან ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების, ტვინისა და მხედველობის სწორად ფუნქციონირების, ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუმჯობესების, კოგნიტური, წერისა და კითხვის უნარების განვითარების, იმუნური სისტემის გაძლიერების, ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის მართვის, თვალის ჯანმრთელობის და ძვლოვანი სისტემის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის რაქიტისა და მოტეხილობების რისკის შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება: 3-6 წელი – 1-2 ჟელიბონი დღეში, 6-12 წელი – 1-3 ჟელიბონი დღეში, 12 წლის ზევით – 1-5 ჟელიბონი დღეში.

მაგრამ, როდესაც ბავშვები იზრდებიან, ზრდასთან ერთად იცვლება მათი სხეულიც, გონებაც და საჭიროებებიც. დაახლოებით 6 წლის ასაკში, როცა პატარა უკვე იწყებს ახალ, სასკოლო ეტაპს – იძენს ახალ მეგობრებს, სწავლობს წერა-კითხვას, ფართოვდება სამყაროს აღქმა– მისი ტვინიც სულ სხვაგვარ დატვირთვას იღებს. ეს ის დროა, როცა ჩვენი პატარები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვებს – თავის თავზეც, გარშემომყოფებზე, სამყაროზე. სწორედ ამიტომ სჭირდება მათ პატარა ორგანიზმს მტკიცე საფუძველი იმისთვის, რომ ფოკუსირდეს, იაზროვნოს,დასვას კითხვები და მოძებნოს პასუხები.ამიტომ, 6 წლის ასაკიდან ჩვენს პატარებს შეგვიძლია ყოველდღიურად მივაწოდოთ სპეციალურად მათთვის შექმნილი ომესამი ჯუნიორი.

ომესამი ჯუნიორი გამოიყენება 6 წლის ასაკიდან ბავშვის ჯანსაღი გონებრივი განვითარების და ორგანიზმის იმუნური გაძლიერებისთვის, იგი ხელს უწყობს ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორ განვითარებასა და ფუნქციონირებას მოზარდებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ომესამი ჯუნიორი ხელს უწყობს კოგნიტური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესებას, მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის ამაღლებას, ასევე ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის მეხსიერების დარღვევის, ყურადღების დაქვეითების, დემენციის პროფილაქტიკასა და მართვას. ომესამი ჯუნიორი ხელს უწყობს ჰიპერტრიგლიცერიდემიის შემცირებას, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ასევე უზრუნველყოფს დისლიპიდემიით გამოწვეული მდგომარეობების პრევენციას. ომესამი ჯუნიორი ეხმარება ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებების მართვას და პრევენციას(მათ შორის მოტეხილობები, ოსტეომიელიტი და ოსტეოპოროზი), ხელს უწყობს კანის სხვადასხვა დაავადების, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, მკურნალობას.

ომესამი ჯუნიორის 1 საღეჭი კაფსულა შეიცავს 868 მგ ომეგა-3-ს (250 მგ DHA / 82 მგ EPA) და გამოიყენება 6 წლის ასაკიდან ბავშვის ჯანსაღი გონებისა და ძლიერი ორგანიზმისთვის.

მიღების წესი და დოზირება:1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ დასაღეჭად, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე.

ომესამი – ბავშვების საიმედო მეგობარი ნებისმიერ ასაკში!

R