"გამოცდაზე შესვლა ურიგოდ, ჩვილის გამოკვება და საგამოცდო დროის გაზრდა, დამხმარე წერით და მოსმენით დავალებებში" - რა შეღავათებით ისარგებლებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე, რომლებმაც ნაეკს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა სთხოვეს - მშობლები

"გამოცდაზე შესვლა ურიგოდ, ჩვილის გამოკვება და საგამოცდო დროის გაზრდა, დამხმარე წერით და მოსმენით დავალებებში" - რა შეღავათებით ისარგებლებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე, რომლებმაც ნაეკს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა სთხოვეს

2025-06-30 12:51:44+04:00

შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა იმ აბიტურიენტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე სპეციფიკური გარემოს შექმნას საჭიროებენ.

სპეციალური საჭიროებისთვის ცენტრს 514-მა გამოსაცდელმა მიმართა და აქედან თხოვნა 230 აბიტურიენტს დაუკმაყოფილდა.

რა შეღავათები მიეცემათ სხვადასხვა საჭიროების მქონდე აბიტურიენტებს გამოცდაზე - წარმოგიდგენთ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა, საინტერესო იყოს მათთვის, ვინც მომავალ წელს აპირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას.

  • გამოცდაზე შესვლა ურიგოდ
  • ნება, თან იქონიოს საჭირო საკვები და თუ გამოცდის მსვლელობის დროს დასჭირდება საკვების მიღება დაემატოს შესაბამისი საგამოცდო დრო.
  • ტერიტორიაზე შესვლა მანქანით, დახმარება გადაადგილებაში, კომფორტული სკამი
  • შეუძლია გამოკვებოს ჩვილი და ეს დრო დაემატოს გამოცდაზე
  • საგამოცდო ტექსტის დიდი შრიფტით დაბეჭდვა
  • საგამოცდო დროის გაორმაგება
  • სპეციალური ხმოვანი პროგრამა
  • პასუხების ვორდის ფაილში აკრეფა
  • უცხო ენის გამოცდაზე დინამიკთან ახლოს მოთავსება
  • წერითი დავალებებისთვის დამხმარის დანიშვნა
  • უცხო ენის გამოცდის მოსმენის ნაწილისთვის წამკითხველის დანიშვნა, რომელიც წაუკითხავს დავალებას ნელა და გარკვევით
  • გადიდებული რუკა ისტორიის გამოცდისთვის
  • სექტორი კონდიციონერის გარეშე
  • ტესტის ამობეჭდვა განსხვავებულ ფერებად
  • თუ გამოცდის დღეს იქნება ორსული ან ახალი ნამშობიარები -გამოცდაზე შესვლა ურიგოდ, კომფორტული სკამი, პოზის შეცვლა/სიარული, საგამოცდო დროის გაზრდა საათზე 5 წთ.