რა შემთხვევაში ხდება საშიში პლასტმასის ბოთლის გამოყენება და როდის არის უსაფრთხო ეტიკეტზე დატანილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე საუბრობს:
-შეუძლებელია, ამ საუკუნეში პლასტმასა არ გამოვიყენოთ. თუმცა, აქაცაა გარკვეული ნიშნები, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ, რომელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხო და რომელი - მავნებელი. ეტიკეტირებისას შესაძლოა, ყველა ნიშნულისა და ქიმიური ნაერთის სახელწოდება არ ვიცოდეთ, მაგრამ ყველა ბოთლსა თუ პლასტმასის ჭურჭელს თავისი მანიშნებელი აქვს, ექვემდებარება თუ არა გადამუშავებას. აქედან 1-იანი წყლის, ლიმონათის ბოთლებს ხშირად აწერია. ეს ნიშნავს, რომ ერთჯერადი გადამუშავებისაა და მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა უსაფრთხო. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, პლასტმასა არ უნდა გავათბოთ. ასევე, მზის ნათების ქვეშაც არ უნდა იყოს. მზის სხივი და მაღალი ტემპერატურა ასეთ ჭურჭელს აზიანებს და შემდგომში ეს უარყოფითი ნაერთები სითხეშიც და საკვებშიც გადადის.
ჩვენი ჯანმრთელობისათვის ყველაზე უსაფრთხო გადამუშავებას დაქვემდებარებული ნაერთები, პლასტმასებია. 2-იანი ყველაზე უსაფრთხოა და შეგვიძლია, 5-იანი ნიშნულითაც გამოვიყენოთ. 2-იანი ნიშნულით ყველაზე მეტად გამოყენებადი პლასტმასაა. უფრო მდგრადი და მაღალი სიმკვრივისაა. რაც უფრო რბილია პლასტმასა, მით უფრო საშიშია. მოდრეკის დროს უფრო მეტად იბნევა. სხვათა შორის, არა მარტო საკვებ პროდუქტებში, ე.წ. ნეილონის ტანსაცმელსა და კოსმეტიკაშიც კია ეს ნაწილაკები. სრულიად უსაფრთხო არ არის, თუმცა აქაც არსებობს რეგულირება, რომელიც ამ ნაერთების გამოყენებას კონკრეტულ ნაწილში კრძალავს. ეტიკეტირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვნახოთ, შეიცავს თუ არა ფტალატებს, ბისფენოლ A-ს და სხვადასხვა ისეთ პლასტიკატებს, რომლებსაც უფრო მეტი რისკი აქვთ. ნიშნული ხანდახან არ ეტყობა ხოლმე, პლასტმასის ფერია და შეიძლება, ტელეფონის ნათურაც მივანათოთ და დავინახოთ. თუ 1-იანი აწერია, ეს ერთჯერადი გამოყენებისაა. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ასეთ ბოთლებში შემდეგ რძის პროდუქტებს ან ღვინოს ინახავს. ეს კატეგორიულად აკრძალულია. პროდუქტი ბინძურდება და ჩვენი ჯანმრთელობისათვის საშიშია. 2-იანი ნიშნული ყველაზე უსაფრთხოა. ასევე 5-იანი ნიშნულიც.
- ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ყველაზე მოწყვლადი და მგრძნობიარე თავის ტვინია. თავის ტვინში ნერვულ სისტემასა და სისხლის მიმოქცევას, სისხლძარღვებს აზიანებს, რაც მეორადი გართულებების მიზეზი ხდება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ორგანიზმში ეს მიკრონაწილაკები დიდი რაოდენობით ჰქონდათ, ისინი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და თავის ტვინის იშემიური დაზიანების რისკ ჯგუფში იყვნენ. ყველაზე მეტი რისკი სისხლძარღვებისთვისაა. ამ მიკრონაწილაკების ზეგავლენა რეპროდუქციულ სისტემაზეც უარყოფითად აისახება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი ექსპოზიცია შევამციროთ.
გარკვეული ტანსაცმელი და კოსმეტიკა, სკრაბები შეიცავს დიდი რაოდენობით მიკრო პლასტმასას, ასევე საბურავების ცვეთის დროს გამოიყოფა აქტიურად.