ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.
დაჯილდოება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და ის სხვადასხვა საინტერესო სპიკერსა და თემატიკას დაეთმობა. დაჯილდოების ცერემონიამდე, ღონისძიების პირველ ნაწილში, ბიზნესსაუბრები, პანელური დისკუსია და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სერია გაიმართება და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს, წინასწარი რეგისტრაციით შეეძლება. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიების მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.
ღონისძიების განრიგი:I ნაწილი18:00 -ღონისძიების გახსნა18:30 -ბიზნესი საზღვრებს გარეთნიკა ქურდიანი -TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი18:50 -ქართული ღვინის გზა ევროპის დახლებამდეგაგა მარგველაშვილი -„თბილღვინოს“ დამფუძნებელი
19:00 - პანელური დისკუსია:რა უნდა ვიცოდეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე?გიორგი ისაკაძე, დაჩი ჭოლაძე, დავით ბარდაველიძე , თამარ სულუხია, ირაკლი ჩხაიძე19:50 - ხუთშაბათის შეხვედრები: სპორტი, როგორც ბიზნესიაკო ახალაია, ლევან ახვლედიანი, ტატო ბაციკაძე, ბაჩა მალაზონიაII ნაწილი21:00 -ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
R