ჯეფ ბეზოსის ცოლის საპატარძლო კაბა სოფი ლორენის კაბის ასლი იყო... - ცნობილი ქალები, რომლებიც ქორწილში ლეგენდარული ქალბატონების შთაგონებით შეიმოსნენ - მშობლები

ჯეფ ბეზოსის ცოლის საპატარძლო კაბა სოფი ლორენის კაბის ასლი იყო... - ცნობილი ქალები, რომლებიც ქორწილში ლეგენდარული ქალბატონების შთაგონებით შეიმოსნენ

2025-06-30 22:47:45+04:00

მილიარდერ ჯეფ ბეზოსისა და მისი მეუღლის ლორენ სანჩესის სამდღიანი ქორწილი ვენეციაში დასრულდა. გრანდიოზული წვეულების, ცნობილი სტუმრების და პატარძლის რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ბეჭდების გარდა, განხილვის საგანი იყო მისი საპატარძლო კაბა. სამი დღის განმავლობაში მან რამდენჯერმე გამოიცვალა, თუმცა თეთრი საპატარძლო კაბა მაინც ერთი იყო, დოლჩე და გაბანასი, და მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაბა სოფი ლორენის საპატარძლო კაბის შთაგონებით შეიქმნა, 1958 წლის ფილმიდან Houseboat.

longsleeve50sweddingdress-1751311865.jpg

lauren-sanchez-in-a-custom-dolce-gabbana-lace-gown-inspired-v0-yipwjjmtuw9f1-1751311865.webp514046908-2163410134123425-8137011094738675203-n-1751311864.jpg

scale-1200-1751311865.jpg

მოდა მეორდება და გასული წლებიდან შთაგონებას დიზაინერები ხშირად იღებენ. ასევე ცნობილი ქალბატონები ხშირად იმეორებენ წარსულის ლეგენდარული ქალების ლუქებს და არა მხოლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, არამედ საკუთარ ქორწილში და არის სხვათა შორის კაბები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება შთაგონების ობიექტი.

ერთ-ერთი ასეთია ულამაზესი მსახიობის გრეის კელის კაბა, რომელიც მას ეცვა, როდესაც მონაკოს პრინცს მიჰყვებოდა ცოლად.

p-1-1751312185.webp

61zb5dm7xhl-1751312185.jpg

ეს კაბა იქცა შთაგონებად, როცა ბრიტანეთის პრინცი უილიამი ქეით მიდლტონს ირთავდა ცოლად. ქეითს სწორედ გრეის კელის კაბის მსგავსი საპატარძლო კაბა ეცვა.

cd8b171cc89f86e27993357a32cd2714-1751311864.jpgcdfd48fc6505d128d9646c9fd5f53cf0-1751311864.jpg

gettyimages-186171455-1-1751311864.webp

ასეთივე კაბა აირჩია მოგვიანებით პერის ჰილტონმა, როცა 2021 წელს კარტერ რეუმზე ქორწინდებოდა.

11-228b8c4a-27e2-4c14-bc7d-8b0e38f2b41c-1751312438.webp

სულ პერისმა სამჯერ გამოიცვალა კაბა ქორწილში, თუმცა ეს კაბა ისტორიაში შევიდა.

paris-hilton-tout-ebb9feb27a934cf9865d647ad8c824ee-1751311865.webp

ასეთივე კაბა ეცვა შემდეგ ქორწილში ნაომი ბაიდენს და არაერთ ცნობილ და უცნობ ქალბატონს, რის გამოც გრეის კელის კაბა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად მიიჩნევა.

grace-kelly-wedding-dress-impact-5-c0730cf9fd204c849157471ae7b50c37-1751311864.jpg

ასევე განსაკუთრებულად აღინიშნა 2014 წელს ჯორჯ კლუნის ცოლის ამალ კლუნის საქორწილო ლუქები. პირველი სამოსი მიკ ჯაგერის მეუღლის სტილით იყო შთაგონებული.

gettyimages-456320358-1751311864.webp

საპატარძლო კაბაში კი ჟაკლინ კენედის კაბის გამოძახილი დაინახეს მოდის კრიტიკოსებმა.

d757ab13-b49b-4270-9741-7f931bcb5809-1751311864.jpg

jackie-kennedy-wedding-1751311865.webpjackie-kennedy-wedding-dress-from-loc-master-pnp-cph-3c20000-3c22000-3c22000-3c22085u-cropped-1751311865.tif.jpg

ასევე შეადარეს ამალის კაბა ერთი წლით ადრე დაქორწინებული შვედეთის პრინცესა მადლენის საპატარძლო კაბას.

4bc952ca0cd1-amal-wedding-dress1-z-1751311864.jpg.webp

6-მილიონდოლარიანი ნიშნობის ბეჭედი, დოლჩე და გაბანას და დიორის კაბები, 55-მილიონიანი ცერემონია, ცნობილი და გავლენიანი სტუმრები - ფოტორეპორტაჟი საუკუნის ქორწილიდან