ვერა ვონგმა 76-ე დაბადების დღე გურამ გვასალიასთან ერთად აღნიშნა - "დაუჯერებელია, რომ ის 76 წლის გახდა... დრო გააჩერა!" - მშობლები

ვერა ვონგმა 76-ე დაბადების დღე გურამ გვასალიასთან ერთად აღნიშნა - "დაუჯერებელია, რომ ის 76 წლის გახდა... დრო გააჩერა!"

2025-07-01 10:32:58+04:00

საპატარძლო კაბების დედოფლად აღიარებული ლეგენდარული დიზაინერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. 27 ივნისს ის 76 წლის გახდა და წვეულება მოაწყო პარიზის რესტორან Le Relais Plaza-ში, მეგობრების და ოჯახის წევრების წრეში. უახლოეს მეგობრებს შორის იყო დიზაინერი გურამ გვასალია, რომლის გვერდითაც ვერა სიხარულით პოზირებდა.

452x600-1-7c3448f7ab1cbe050c70c40a7594aab71440x1911-0xptg691jh-3637703371091661477-1751352407.jpg.webp

1440x1911-0xhy7s5js1-9026378919167234947-1751352408.jpg1440x1920-0xnk40vcdo-8331402500406143333-1751352409.jpg1440x1920-0xkjww3ple-0030030809742074171-1751352409.jpg1440x1911-0x0uvntzr0-8853720268544931010-1751352408.jpg

რა თქმა უნდა, იუბილარმა ძვირფასი საჩუქრები მიიღო - პრადას, დიორის აქსესუარები, იშვიათი სახეობის ხიზილალა, გამორჩეული ტკბილეული და თაიგულები.

ყველაზე დიდი აღფრთოვანება მაინც იმან გამოიწვია, რომ ვერა არ იცვლება წლიდან წლამდე და ბევრისთვის იქცა შთაგონების წყაროდ თავისი ცხოვრების სტილით. როგორ ახერხებს ახალგაზრდობის შენარჩუნებას? ერთხელ თქვა: "საყვარელი საქმე, ძილი, კოქტეილი არყით და ცოტა მზე". თითქოსდა ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მის გლუვ კანს, ხშირ თმას და სრულიად არამოშვებულ სხეულს. სინამდვილეში კი ვერა წლებია იცავს დისციპლინას ცხოვრების ყველა ასპექტში.

1440x1800-0xyl5untf5-0881880672035887227-1751352408.jpg1440x1800-0x1iylobgn-5739232973740418605-1751352407.jpg

დატვირტული გრაფიკის დროსაც კი, ის პოულობს დროს თავის მოვლისთვის. მის კოსმეტიკის ჩანთაში ვერ იპოვით ბრენდებს, მხოლოდ ბავშვის საპონი და რამდენიმე დამატენიანებელი კრემი. ვონგი დარწმუნებულია, რომ კარგად დატენიანებული კანი არ საჭიროებს რთულ ფორმულებს. ასევე უყვარს თბილი აბაზანები სანთლების გარემოცვაში და სრული იდილია. მისთვის აუცილებელი რიტუალი 8-საათიანი ძილი. დიზაინერი ამბობს, რომ ვერავითარი ტონალური კრემი ვერ დაჩრდილავს სრულფასოვან დასვენებას.

1440x1800-0xpnpyzzy1-4401657911559663863-1751352408.jpg1440x1797-0x3ilempwv-3052823777762688350-1751352407.jpg

სპორტული წრთობა მისი კიდევ ერთი უპირატესობაა. ფიგურულ სრიალსა და ბალეტზე დადიოდა ბავშვობაში და მათი წყალობაა ვერას გამართული მხრები და რკინის ნებისყოფა. დღეს მის ფიტნეს-რიტუალში შედის კარდიო, ვარჯიში ჰანტელებით და ველოსპორტი. ასევე უყვარს გოლფი. კვების საიდუმლო არ აქვს - ყველას უზიარებს მენიუს. დილას იწყებს ომლეტით ბეკონით და ვანილის პუდინგით, სადილად აქვს ბრინჯი ბოსტნეულით და ქათმით, სალათი არტიშოკით ან თევზი. ვახშამზე როგორც წესი მშობლიურ ჩინურ კერძებს მიირთმევს. მთავარი წესია - არავითარი კვება 7-ის მერე.