თანამედროვე ტექნოლოგიების, კიბერჰიგიენის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა საკითხების გარშემო შექმნილი საგანმანათლებლო, მულტიმედია მასალა, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ასობით ათას ბავშვს და მოზარდს, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში გაუზიარდება. პროექტი ხორციელდება BTU AI4Globe და „კოკა-კოლა განათლებისთვის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. შექმნილი ვიდეორგოლებისა და მულტიმედია მასალის გარდა, მთელი წლის განმავლობაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს საბავშვო ტექნოლოგიურ ბანაკებს, ვორქშოფებს და ჩაატარებს სესიებს აღნიშნული საგანმანათლებლო მასალების შესახებ.
ინიციატივის ფარგლებში, უკვე შეიქმნა 20 ვიდეომასალა ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ეტაპობრივად განთავსდება ონლაინ პლატფორმაზე და ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის.
ვიდეორგოლები შექმნილია შემდეგი თემატიკის გარშემო:
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის განათლების ხელშეწყობა არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, არამედ კომპანიის ღირებულებებისა და მისი ხედვის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია აქტიურად უჭერს მხარს საგანმანათლებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდებისთვის ცოდნის ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობების გაფართოებაა .
BTU-ს პროექტის, AI4Globe-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების და ახალგაზრდების, ქალების და კერძო სექტორის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების, მომზადება გადამზადების პროცესს. საერთაშორისო პროექტი საქართველოდან მსოფლიოში უკვე ხორციელდება და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, უკრაინაში და სლოვაკეთში, მიზნობრივი ჯგუფებისთვის ქმნის და უფასოდ აზიარებს საგანმანათლებლო მასალას და მულტიმედია რესურსებს.
R