დიზაინერი, ოთხი შვილის დედა და ქალაქის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე იუბილარია. დაბადების დღის წვეულების ამსახველ კადრებს ანუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ვიდეოზე ჩანს, ტორტი მას მეგობარმა ნინა ზარქუამ მიართვა, რომელთან ერთადაც ანუკი საკმაოდ დიდ დროს ატარებს და ხშირად სახალისო ვიდეოებსაც იღებს. მეუღლე კი იუბილარს წითელი ვარდების თაიგულით შეეგება.