ხილის უმეტესობას აქვს თავისი "განრიგი" — დრო, როდესაც ისინი უკეთ შეთვისებიან და აჯანსაღებენ ორგანიზმს, აცილებენ დაავადებებს, ანელებენ სიბერეს და ამასთან ერთად,, არ აქვთ ცხიმის დაგროვების ეფექტი.
ციტრუსების "სამუშაო რეჟიმი": 06:00-დან 12:00-მდეა. თუმცა არა მათთვის, ვისაც მაღალი მჟავიანობა აქვს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში მოცემულია კონკრეტული რიცხვი — დღე-ღამეში არანაკლებ 400 გრამი ხილი (ან 3-დან 5 ცალამდე). იდეალურ შემთხვევაში ისინი უნდა იყოს სეზონური — ეს იძლევა საკვები ელემენტების სრული ჰარმონიის გარანტიას. მაგრამ რომელ საათზე უნდა შევივსოთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინიმუმი?
ჩვეულებრივ, ადამიანი ხილს საჭმლის შემდეგ მიირთმევს. თუმცა ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ ხილის ჭამა ცარიელ კუჭზე ჯობს. საქმე ის არის, რომ ხილი არ მოინელება კუჭში, არამედ იქ მხოლოდ 15-20 წუთი რჩება. ყველა ვიტამინისა და ანტიოქსიდანტის დაშლა და შთანთქმა ნაწლავში მიმდინარეობს. თუ ვაშლი, ალუბალი, ატამი მოხვდა უკვე სავსე კუჭში, მაშინ ქიმიური რეაქციების ზემოქმედებით იწყება ფერმენტაცია, კარგავს ყველაზე ძვირფას ნივთიერებებს და იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას (მაგალითად, მუცლის შებერვას). ამ ჯაჭვში განსაკუთრებით გამოირჩევა ანანასი: მასზე ცნობილია, რომ კალორიებს წვავს, ამიტომ რესტორნების მენიუში ხშირად გვხვდება დესერტის როლში. სინამდვილეში ის უნდა უსწრებდეს მთავარ კერძს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიმარტივებთ მის კერძის მონელებას.
სხვა ვარიანტი — ხილის ჭამა ძირითად კვებებს შორის. საკვები ბოჭკოები იძლევიან დანაყრების შეგრძნებას, აკონტროლებენ მადას, საშუალებას იძლევიან შევინარჩუნოთ აქტიური მეტაბოლიზმი და თრგუნავენ სურვილს, ვჭამოთ ბევრი. "ხილს პატარა თესლებით, როგორიცაა კივი და მარწყვი, დანაყრების შესანიშნავი თვისება აქვს, — აღნიშნავს ექიმი ირის დე ლუნა, ენდოკრინოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის სპეციალისტი მადრიდის კირონის კვლევით კლინიკაში. — გარდა ამისა, ბოჭკოების მიღება ეხმარება ისეთი პრობლემების პრევენციას, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის კიბო. ხოლო ვაშლი და მსხალი (გათლილი) ამდიდრებს ორგანიზმს ხსნადი ბოჭკოებით, რომელიც ეხმარება, საჭიროების შემთხვევაში, მონელების პროცესს".
ალან უოკერის თქმით: ხილის ჭამა შეიძლება ბოსტნეულის მიღებიდან ორი საათის შემდეგ ; უხორცო საკვებიდან სამი საათის შემდეგ, ხორციანი კერძიდან ოთხი საათის შემდეგ.
დღის დაწყება ხილის სალათით უჯრედებისთვის ძლიერი მუხტია. ეს ყველაფერი რთულად შესათვისებელი ნახშირწყლების გამოა, რომელთა თანდათანობითი ხარჯვა ენერგიით გვამარაგებს. ამიტომ რეკომენდებულია მათი მიღება ან საუზმეზე, ან მაქსიმუმ შუადღის კვებაზე. ხოლო საღამო ყველაზე შეუფერებელი მომენტია. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობის დონე მცირდება, და ფრუქტოზა, რომელიც არ იწვება სხეულში, ცხიმის სახით გროვდება. ამ ყველაფერთან ერთად, 19:00-ის შემდეგ მკვეთრად ნელდება მეტაბოლიზმი, რაც ნიშნავს, რომ ხილი აღარ მოინელება და უბრალოდ, იშლება.
ავოკადო და ქოქოსი ცხიმებს შეიცავს. ამიტომ აუცილებლად უნდა შეზღუდონ მათ, ვისაც ქოლესტერინთან პრობლემები აქვთ.
ყურძენი, ბანანი და ბალიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავენ, რომლებიც სწრაფად შეითვისება და წონაში მატებას ხელს უწყობს.
ხოლო ფორთოხალი და მანგო — ორი ოპტიმალური ვარიანტია ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ:
ნესვი (მაგრამ არაუმეტეს 350 გრამისა ერთჯერადად) დაეხმარება ოპტიმალური ჰიდრატაციის შენარჩუნებას და შეავსებს მინერალური მარილების დანაკლისს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალო მონაცემებია, ხოლო ნამდვილად დაბალანსებული რაციონი დიეტოლოგების მიერ ინდივიდუალურად უნდა შედგეს ადამიანის საჭიროებებისა და ჩვევების მიხედვით.