ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე და მისი მეუღლე ნინი კვერნაძე პატარა შაის მშობლები არიან. გოგონა საკმაოდ პოპულარულია სოციალურ ქსელში და ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. შაი ზივზივაძე 5 წლის გახდა და მშობლებმა იუბილე საქართველოში, თბილისში აღუნიშნეს, დაბადების დღის ცენტრში. ფოტოებს სოციალურ ქსელში ნინი ავრცელებს.
ოჯახი ძირითადად გერმანიაშია, სადაც ბუდუ თამაშობს. თუმცა საქართველოშიც დიდ დროს ატარებენ.
ნინი ხშირად აღნიშნავს, რომ ბუდუ იდეალური მამაა და შაი მამაზე გიჟდება.
„ბუდუ იდეალური მამაა... პამპერსის გამოცვლა, დაბანა, გასეირნება - ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს. ბავშვებთან თამაში ყოველთვის უყვარდა, სანამ შაი გაჩნდებოდა, მანამდეც. როგორც თანატოლი, ისე ეთამაშება ბავშვებს და რა თქმა უნდა, ეს შაისაც სიამოვნებს. მიჯაჭვულია მამაზე, სახლიდან რომ გადის ბუდუ, თუნდაც ვარჯიშზე, სახლიდან ჩუმად იპარება, ისეთ ამბავს ტეხს შაი.
ძალიან გადართულები ვართ შაიზე, ყველაზე მეტ დროს ორივე მას ვუთმობთ, ბუდუ მოდის თუ არა სახლში, 24 საათი შაისთან არის", - ამბობს ნინი კვერნაძე.
რაც შეეხება სახელს, შაი,თუ რას უკავშირდება ეს სახელი, ნინი ამბობს, რომ მან თავისი ფანტაზიით მოიფიქრა ეს სახელი და შემდეგ დაძებნა მისი მნიშვნელობა.
„აღმოჩნდა, რომ ებრაული სახელია და საჩუქარს ნიშნავს. ორივეს ისე მოგვეწონა, სხვა სახელზე აღარ გვიფიქრია. შაის დაბადებამდე კორონას პირველი ტალღა დაგვემთხვა. ყველაფერი ჩაკეტილი იყო და ბუდუ უნგრეთში ჩარჩა. შაი ისე გაჩნდა, რომ მამას რამდენიმე თვე ნანახი არ ჰყავდა. ექვსი თვის ნახა პირველად.“