კარლა ბრუნი და ნიკოლა სარკოზი წლები ცდილობდნენ შვილის დაცვას პრესის ყურადღებისგან. თუმც 13 წლის ჯულია სარკოზი თავად შეიჭრა მედიაველში და საყოველთაო ყურადღებაც მიიპყრო.
გოგონა თავად ცდილობს გამოჩენას, ინტერვიუებზეც არ ამბობს უარს და მასზე ხშირად წერენ. რა თქმა უნდა, ყოველთვის კეთილგანწყობილი არაა ეს სტატიები - განიხილავენ მოზარდის მოდურ ექსპერიმენტებს, თმის ფერს, ასაკისთვის შეუფერებელ მაკიაჟს და კითხულობენ, ადრე ხომ არ არის მისთვის მსგავსი ცვლილებები? თუმცა ჯულია სავარაუდოდ ასე გამოხატავს თავს და ინდივიდუალურ სტილს ეძებს. ამას მოწმობს მისი გვერდი ტიკ-ტოკზე, სადაც უკვე საკმაო პოპულარობა მოიპოვა. კარლა ბრუნიც, რომელიც ძალიან მკაცრ პირობებში იზრდებოდა, აფასებს თავისუფლებას და გოგონას რთავს ნებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები.
ჯულია ცხენოსნობით არის გატაცებული და თავისი საყვარელი ცხენით გამოდის ასპარეზობებზე.
მორიგ ასპარეზობაზე კარლა ახლდა ქალიშვილს და ღონისძიების შემდგომ წვეულებაზე, როცა მაყურებლის ყურადღება ჯულიასკენ იყო მიმართული, იხუმრა კიდეც: "მალე ჩემზე ასე იტყვიან: კარლა? ა, ჯულიას დედა".
გოგონას ტიკტოკზე პირად შეკითხვებსაც უსვამენ გამომწერები და სულ არ გაურბის პასუხებს. ბოლოს მამის გასამართლებაზე ჰკითხეს და იმაზე, ზის თუ არა ციხეში.
"მამაჩემი არასდროს მჯდარა ციხეში. ელექტრონულ სამაჯურს ატარებს, თუმცა ეს დროებითია. მას მოუწყვეს ეს ყველაფერი, უკანონოდ გაასამართლეს და მალე სიმართლე იზეიმებს", - უპასუხა ჯულიამ.