ცოლის გამო მშობლებთან გაბუტული ბრუკლინ ბექჰემი მილიარდერი სიმამრის იუბილეს ზეიმობს - თავისი ოჯახის წევრების ყველა დღეობა გამოტოვა - მშობლები

ცოლის გამო მშობლებთან გაბუტული ბრუკლინ ბექჰემი მილიარდერი სიმამრის იუბილეს ზეიმობს - თავისი ოჯახის წევრების ყველა დღეობა გამოტოვა

2025-07-02 12:09:08+04:00

როგორც ცნობილია, ბექჰემების ოჯახური კონფლიქტი კარგა ხანია გასცდა ოჯახის საზღვრებს და მსოფლიო განიხილავს. რძალ-დედამთილის დაპირისპირება, რომელიც ქორწილიდან დაიწყო და თითქოს მერე ჩაცხრა, ახალი ძალით გაღვივდა და უკვე ისეთი ფორმა მიიღო, რომ ბექჰემები შვილთანაც ვერ ურთიერთობენ. ბრუკლინმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ყველა შემთხვევაში საყვარელ ცოლს ირჩევს და რა ხანია, არც ულოცავს თავისი ოჯახის წევრებს დღესასწაულებს და მით უმეტეს, არ ესწრება არანაირ წვეულებას მათთან ერთად.

სამაგიეროდ, უფრო დაუახლოვდა ცოლის ოჯახს და ახლახან მეუღლის მამის, 83 წლის მილიარდერ ნელსონ პელტცის დღეობას დაესწრო. ფოტოებიც გამოაქვეყნა წყვილმა სოციალურ ქსელში, თუ რა ბედნიერია ბრუკლინი სიმამრის გვერდით და ცოლის ნათესავების გარემოცვაში.

original-1-1751444918.webp

nikol1-1751444918.pngoriginal-2-1751444918.webp

ბიზნესმენისა და ინვესტორის დაბადების დღეზე, რომელმაც შარშან უოლტ დისნეის კომპანიის საკუთარი აქციები 1 მლრდ დოლარად გაყიდა, შეიკრიბა მისი თითქმის ათივე შვილი სამი ქორწინებიდან.

დედის პატივსაცემად გაკეთებული ტატუც ოჯახურ კონფლიქტს შეეწირა - ბრუკლინ ბექჰემი სულ უფრო შორდება მშობლებს, ცოლის სასარგებლოდ
მე ყოველთვის შენ აგირჩევ! - ბრუკლინ ბექჰემის მოულოდნელი აღიარება ცნობილი რძალ-დედამთილის კონფლიქტის ფონზე. ვიქტორია ბექჰემს და მის ქმარს რძალი ტოქსიკურებს უწოდებს