ვილნიუსის ბავშვთა სახლიდან გაშვილებულმა დებმა ერთმანეთი თბილისში იპოვეს - "ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ისინი ერთ ქვეყანაში გაიზრდებოდნენ..." - მშობლები

ვილნიუსის ბავშვთა სახლიდან გაშვილებულმა დებმა ერთმანეთი თბილისში იპოვეს - "ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ისინი ერთ ქვეყანაში გაიზრდებოდნენ..."

2025-07-02 14:37:06+04:00

ჯგუფი "ვეძებ" და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე კიდევ ერთ სასიამოვნო დასასრულს ამცნობს საზოგადოებას:

"ხალხო, შოკი ისტორია.
1972 წელს, ვილნიუსის ბავშთა სახლიდან თბილისში ნინო აღმზრდელმა ოჯახმა ჩამოიყვანა. 5 წლის მერე კი თათია, მეორე ოჯახმა ტალინში იშვილა და აგრეთვე თბილისში ჩამოიყვანა. საბედნიეროდ, ორივეს საოცარი აღმზრდელი მშობლები შეხვდნენ. გუშინ თათიას გენეტიკური ტესტის პასუხი მოვიდა და ესე გაიგო, რომ ყავს 5 წლით უფროსი და, რომელიც თბილისში გაიზარდა. ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ სხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ოჯახი დედმამიშვილს საქართველოში იშვილებდა და ისინი ერთ ქვეყანაში გაიზრდებოდნენ.
საოცრებებს ახდენს ჩვენი ტესტი ხალხო და აუცილებლად გაიკეთეთ რა.
p.s. აქვე ჩავამატებ, რომ თათია ოჯახში მესამე შვილია. აღმზრდელებს ორი ბიოლოგიური ბიჭის მერე, გოგოს ყოლის უდიდესმა სურვილმა გადაადგმევინა ეს მადლიანი ნაბიჯი".