85 წლის ალ პაჩინომ შვილიშვილის ტოლ გოგონასთან გააბა რომანი - წინა საყვარლისგან გაჩენილი მსახიობის შვილი ახლა 2 წლისაა - მშობლები

85 წლის ალ პაჩინომ შვილიშვილის ტოლ გოგონასთან გააბა რომანი - წინა საყვარლისგან გაჩენილი მსახიობის შვილი ახლა 2 წლისაა

2025-07-03 15:43:31+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი ალ პაჩინო აპრილში 85 წლის გახდა, თუმცა ასაკს არ იმჩნევს და სულ უფრო და უფრო ახალგაზრდა გოგონების კომპანიაში ჩნდება. 2023 წელს ყველა გააოგნა ამბავმა, რომ მას 3 წლის საყვარელმა გაუჩინა შვილი, ახლა კი ის კიდევ უფრო ახალგაზრდა გოგონასთან ერთად შენიშნეს. მსახიობის რჩეული დამწყები იტალიელი ჟურნალისტი კტერინა დი ტერლიცია და წყვილი რამდენჯერმე ნახეს ერთად. ამჯერად პაპარაცებმა იტალიურ რესტორანში ვახშმობისას დააფიქსირეს.

914x1280-0xbg0tnoz9-8029509443354250275-1751544956.jpgimgp-27932-7709-1751544957.webpimgp-27932-1578-1751544957.webpimgp-27932-6175-1751544957.webp

2277x3416-0xzdjqqpzk-3883150684354636161-1751544956.jpg

864x1280-0x5fya6lsv-1286381810650952119-1751544956.jpg

ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ალ პაჩინოს ბევრი აკრიტიკებს შვილიშვილის ტოლ გოგონასთან ურთიერთობის გამო. თუმცა ალ პაჩინოსგან რა ხანია, საზოგადოებას არ უკვირს მსგავსი ქმედებები. ჯერ კიდევ 2023 წელს დიდი რეზონანსი მოჰყვა ამბავს, რომ 83 წლის ასაკში ის მეოთხე შვილის მამა გახდა. მაშინ ბავშვის დედა ნურ ალფალა 31 წლის იყო და ზურგსუკან ჰქონდა მოტოვებული არაერთ ცნობილ ა მხცოვან მამაკაცთან რომანი, მათ შორის, კლინტ ისტვუდთან.

2449x1633-0xvjgsrzad-2867570695325811409-1751544956.jpgimgp-16502-6340-1751544957.webp

ბავშვს რომანი დაარქვეს და ცოტა ხანში დედამ შვილზე სრული მეურვეობა აიღო, თუმცა ის და ალ პაჩინო შეთანხმდნენ, რომ მსახიობიც მიიღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. შემოდგომაზე რომან პაჩინო უკვე ორი წლის ხდება.

imgp-16502-7589-1751544957.webpimgp-16502-2420-1751544957.webp

ალ პაჩინოსთან დაშორების მერე ნური ყოფილ მიჯნურს, 63 წლის მილიარდერ ნიკოლას ბერგრიუნს დაუბრუნდა, ალმა, კი, როგორც აღმოჩნდა, კიდევ უფრო ახალგაზრდა გოგონა იპოვა.
ცნობისათვის, მსახიობი იტალიაში ფილმის გადაღებების გამო იმყოფება - "მაზერატი: ძმები" ოქტომბერში გამოვა ეკრანებზე.