საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" ვარსკვლავიდიოგო ჟოტა 28 წლის ასაკში გარდაიცვალა - გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის "ლამბორჯინი“ ჩრდილოეთ ესპანეთში გზიდან გადავარდა.
პორტუგალიელი თავდამსხმელი მანქანით თავის მეგობართან და უმცროს ძმასთან, 26 წლის ანდრესთან ერთად მგზავრობდა, რომელიც ასევე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მეგობარი სიკვდილს გადაურჩა.
სავარაუდოდ, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, პორტუგალიის საზღვართან ახლოს, გასწრების დროს "ლამბორჯინის" საბურავი გასკდა. მანქანა გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ძმების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
22 ივნისს, ჟოტა თავის ბავშვობის სიყვარულზე, რუთ კარდოსოზე დაქორწინდა.. განაგრძეთ კითხვა