გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე საყვარელ ქალზე იქორწინა, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა - ცნობილი ფეხბურთელის ტრაგიკული აღსასრული - მშობლები

გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე საყვარელ ქალზე იქორწინა, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა - ცნობილი ფეხბურთელის ტრაგიკული აღსასრული

2025-07-04 14:41:46+04:00

დღეს ამ ტრაგედიაზე ყველა წერს და საუბრობს. ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც უბედნიერესად გრძნობდა თავს, პირად ცხოვრებაშიც უზომოდ გაუმართლა და კარიერაშიც, მოულოდნელად სრულიად ახალგაზრდა დაიღუპა...

28 წლის ფეხბურთელი, "ლივერპულისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, დიეგო ჟოტა, ავტოავარიაში დაიღუპა უმცროს ძმასთან ერთად. ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ საყვარელ ქალზე, რუტა კარდოზუზე იქორწინა. დიეგო ჟოტას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

1-1751626050.jpg
დიეგო ჟოტა მეუღლესთან ერთად

ავტოავარია ესპანეთში, სამორას პროვინციაში მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა და გამოცემა Marca-მ დაადასტურეს, ავტომობილი, რომლითაც ფეხბურთელი მოძრაობდა, A-52 ავტომაგისტრალიდან მაღალი სიჩქარით გადავიდა, ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. დიეგოს მანქანაში მისი უმცროსი ძმა, 26 წლის ანდრე იჯდა.

ადგილზე მეხანძრეები მალევე მივიდნენ, თუმცა აალება იმდენად დიდი იყო, რომ მათ ფეხბურთელისა და მისი ძმის გადარჩენა ვერ შეძლეს. წინასწარი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა, საბურავის გასკდომა ყოფილიყო - მანქანამ კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

5-1751626087.jpg
დიეგო ჟოტა

ამ ამბავში კიდევ უფრო ტრაგიკული ის არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს 10 დღის წინ ქორწილი ჰქონდა. ის საყვარელ ქალზე, რუტა კარდოზუზე დაქორწინდა. გოგონაზე, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა და ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება ერთად იყვნენ.

hace-apenas-unas-semanas-diogo-jota-se-casaba-con-el-amor-de-su-vida-la-mujer-que-lo-acompano-1751638645.jpg

მათი ქორწილის ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში 22 ივნისს გამოქვეყნდა. დიეგოსა და რუტას 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. უფროსი 4 წლისაა, უმცროსი კი - ერთის.

11-1751626124.jpg
დიეგო ჟოტა მეუღლესთან და შვილებთან ერთად

დიეგოს სოციალურ მედიაში ბოლო პოსტი ქორწილში გადაღებული ვიდეო იყო. ფეხბურთელმა ქორწილის ვიდეო ასე აღწერა: "დღე, რომელსაც არასდროს დავივიწყებთ." ამ ფოტოებისა და ვიდეოს ნახვა იმდენად ემოციურია, რომ ბევრ გულშემატკივარს ცრემლების შეკავება უჭირს.

როგორც მისი მეგობრები ამბობენ, დიეგო ჟოტა არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ცხოვრებაშიც მისაბაძი მაგალითი იყო. ის შვილებთან და საყვარელ ქალთან ერთად ხშირად მოგზაურობდა, სახლის საქმეებში ერთვებოდა, ბავშვებს აბედნიერებდა, სანაპიროზე მათთან ერთად დარბოდა და თამაშობდა…

9-1751626146.jpg
დიეგო ჟოტა მეუღლესთან და შვილებთან ერთად

დიეგოსა და რუტას კავშირს ყველაზე გულწრფელსა და ნამდვილს უწოდებდნენ. ქალი საყვარელ მამაკაცს მხარს ყველაფერში უჭერდა. ორსული თამაშებზე მიდიოდა, ამხნევებდა და სიყვარულს გამოხატავდა. დიეგო ჟოტას კი იდეალურ მამას უწოდებდნენ. მას შვილები განსაკუთრებით უყვარდა და თავისუფალ დროს ყოველთვის მათთან ატარებდა.

6-1751626170.jpg

წელს, მაისში, როდესაც "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონი გახდა, რუტა შვილებთან ერთად ენფილდის სტადიონზე მივიდა და ეს გამარჯვება სწორედ მათთან ერთად აღნიშნა. მას ქალიშვილი ხელში ეჭირა. ვაჟები კი თასთან მხიარულად პოზირებდნენ. ეს კადრი კლუბის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

სოციალურ ქსელებში დიეგო ჟოტას გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გლოვობს და მისი ოჯახის მიმართ თანადგომას გამოხატავს.

დიეგოსა და რუტას ერთმანეთი დიდი ხანის განმავლობაში უყვარდათ. მათ, როგორც აღვნიშნეთ, 3 შვილი ჰყავთ. თუმცა, ოფიციალურად დაქორწინება 2025 წლის ივნისში გადაწყვიტეს. მათი მეგობრები წერენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი დღე იყო…

დიეგო ჟოტას მართლაც შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ის "ლივერპულს" 2020 წელს შეუერთდა. ხუთი სეზონის განმავლობაში დიეგომ 182 მატჩი ჩაატარა, 65 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან "წითლებთან" ერთად 2024–25 წლების ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო, ხოლო 2021–22 წლების FA თასი და ინგლისის ლიგის თასი მოიპოვა.

8-1751626219.jpg
დიეგო ჟოტა მეუღლესთან და შვილებთან ერთად

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან ერთა ლიგა ორჯერ მოიგო - 2019 და 2025 წლებში. ის ძალიან შრომისმოყვარე, ამავდროულად, საოცრად თავმდაბალი და კეთილი ადამიანი იყო.

ახლა მას არა მხოლოდ როგორც კარგ თავდამსხმელს, არამედ როგორც შესანიშნავ ადამიანს გაიხსენებენ, რომელმაც ძლიერი ოჯახის შექმნა შეძლო, უყვარდა შვილები, უამრავი კეთილი საქმე გააკეთა და ადამიანებს ბედნიერი მოგონებები დაუტოვა. ქორწილის კადრები კი მის მეუღლესა და შვილებს სამუდამოდ ემახსოვრებათ.

3-1751626246.jpg

4-1751626259.jpg

12-1751626278.jpg

2-1751626295.jpg