„ერთი ლამაზი კვირა, რომელიც შეგიძლია საკუთარ შვილს აჩუქო, რათა მოირგოს მილანის მაისური“... - მშობლები

„ერთი ლამაზი კვირა, რომელიც შეგიძლია საკუთარ შვილს აჩუქო, რათა მოირგოს მილანის მაისური“...

2025-07-04 17:56:22+04:00

მასშტაბური საფეხბურთო პროექტი და უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ფეხბურთის მოყვარული ყველა ბავშვისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბთან ერთად

21-ე საუკუნეში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ფეხბურთის პოპულარობა. სპორტის ამ სახეობით სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება. ამ დროს დიდია მშობლის როლი. მას შეუძლია შვილს გამორჩეული მოგონებები შეუქმნას, ხელი შეუწყოს მის წინსვლას და კარიერას, რათა მოზარდი სპორტის ამ სამყაროში კარგად რეალიზდეს და ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.

სწორედ ასეთ პროექტად მოიაზრება Milan Junior Camp-ი, რომელსაც 8 სექტემბრიდან A.C. Milan საქართველოში იწყებს. მასშტაბური პროექტის მიზანი მოზარდი ფეხბურთელების მილანში გამგზავრებაა. იტალიელი მწვრთნელები თბილისში ერთი კვირის განმავლობაში ჩაატარებენ ვარჯიშებს, შეარჩევენ ახალგაზრდებს მილანისთვის.

საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ბანაკი - Milan Camp Tbilisi - თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე არსებულ საფეხბურთო ცენტრში 8-დან 14 სექტემბრამდე გაიმართება.

იხილეთ რეგისტრაციის ბმული.

„ჩვენთვის დიდი პატივია, დავიწყოთ Milan Junior Camp საქართველოში. ეს არის შესაძლებლობა, ჩვენი ვნება, ღირებულებები და სამწვრთნელო მეთოდები ახალ ქვეყნებს გავუზიაროთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობისას, მათი სპორტული და პიროვნული ზრდის კუთხით, მსგავს ინიციატივებს შთამბეჭდავი ეფექტი აქვთ“, - აღნიშნავს A.C. Milan-ის ბრენდის ელჩი დანიელე მასარო.

2024 წლის ლეგენდების მატჩის წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ეს ახალი ინიციატივა ასახავს კლუბის სამომავლო ნაბიჯებს ქვეყნისა და იქ მცხოვრები ფეხბურთის მოყვარული საზოგადოებისადმი. პროექტი A.C. Milan-ის განვითარების გლობალური ხედვის ნაწილია და მისი მიზანია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარება, კლუბის ფასეულობებისა და გამოცდილების გაზიარებით.

უნდა ითქვას, რომ ბანაკის ყველა მონაწილეს აქვს უნიკალური გამოცდილების შანსი: შეიძინოს ახალი მეგობრები, გაატაროს სასიამოვნო დრო და ითამაშოს ფეხბურთი სრულიად უსაფრთხოდ, „მილანის“ მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობით.

საფეხბურთო აგენტისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, გიორგი ფოფხაძის თქმით, პროექტი მასშტაბური იქნება.

image2-1751637618.jpeg

„მილანის შემოსვლა საქართველოში უბრალო ამბავი როდია. ამ პროექტზე დიდი ხანია ვმუშაობთ. მილანთან ხელშეკრულება ორი თვის წინ გავაფორმეთ, ვიწყებთ ძალიან დიდ პროექტს. იტალიელი მწვრთნელები ერთ კვირას გვაჩუქებენ – ჩაატარებენ ვარჯიშებს, ასევე დაატრენინგებენ ჩვენს მწვრთნელებს.

ადრე ასეთი პროექტები არ იყო. ეს არის ერთი ლამაზი კვირა, რომელიც შეგიძლია საკუთარ შვილს აჩუქო, რათა მოირგოს მილანის მაისური და იტალიელ მწვრთნელებთან ერთად ივარჯიშოს მოედანზე. რაც მგონია, რომ ძალიან კარგია. Milan Junior Camp-ში მონაწილეობა ფეხბურთელისთვის უკვე წარმატებაა.

ამით ეს პროექტი არ დასრულდება, კონტრაქტში ასეთი რამ არის გაწერილი, რომ მომავალში ვფიქრობთ მილანის აკადემიის შექმნას. ეს პირველი ნაბიჯია. სამომავლოდ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება წინ“.

6-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ Milan Junior Camp-ში მონაწილეები ოფიციალური კლუბის მწვრთნელების მეთვალყურეობით ჩაერთვებიან და იმ სპეციალურ პროგრამას გაივლიან, რომელიც კლუბის მენეჯმენტისა და ჩემპიონთა შემადგენლობის საავტორო მეთოდოლოგიას ეფუძნება.

პროგრამა მოიცავს გართობას, გუნდურ მუშაობასა და პიროვნულ განვითარებას, რაც უსაფრთხო, ინკლუზიურ და მოტივაციურ გარემოს უზრუნველყოფს.

საქართველოში პროექტს Sports Corporation LLC მასპინძლობს. როგორც Sports Corporation LLC-ის დამფუძნებლები: გიორგი ფოფხაძე,, ლორენცო ჩიპრიანი და გურამ ქაჩახიძე აღნიშნავენ, Milan Junior Camp-ის მასპინძლობა მათთვის ძალიან სასიხარულოა. მათივე განმარტებით, პროგრამა აერთიანებს ელიტარულ ტრენინგებსა და დაუვიწყარ გამოცდილებას პროფესიულ და შთამბეჭდავ გარემოში.

„მილანის“ ბანაკი მსოფლიოში რამდენიმე ადგილას ტარდება. ის წარმოადგენს „მილანის“ აკადემიის მიერ შემუშავებული პროექტების ერთობლიობას, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ აქტივობებში საფეხბურთო ვარჯიშების საშუალებით. ვარჯიშები საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ოფიციალური მეთოდოლოგიით ტარდება.

image0-1751637659.png

ბანაკი განკუთვნილია 6-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის. ვრცელი ინფორმაცია ბანაკის განრიგის შესახებ მიეწოდება მშობელს.

იხილეთ რეგისტრაციის ბმული.