ბეზოსის ქორწილის მერე ძლივს ჩაცხრა ვნებები, რომ ვენეციაში კიდევ ერთი ხმაურიანი ქორწილის შესახებ გავრცელდა ცნობები. ეს ქორწილი ბეზოსების ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე იყო, თუმცა ფოტოები და დეტალები ახლაღა გავრცელდა.
ცნობილი რუსი ბიზნესმენის და რესტორატორის ბორის ზარკოვის ცოლის, ირინა ზარკოვას და დინა შვეიცარიელ ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად. დინასა და დანის ქორწილი ისევე სამდღიანი იყო, როგორც ბეზოსების და იმავე სააგენტომ მოაწყო ყველაფერი, რომელიც ბეზოსს ემსახურებოდა. სასტუმროც იგივე ჰქონდა წყვილს დაჯავშნილი - Aman Venice, რომელიც რუს მილიარდერ ვლადისლავ დორონინს ეკუთვნის. თუმცა ეს ქორწილი ორი წლით ადრე ყოფილა დაგეგმილი და სასტუმროც ორი წლით ადრე დაჯავშნეს.
ვენეციაში საგანგებოდ ჩავიდნენ ბორის ზარკოვის სარესტორნო ქსელის White Rabbit Family-ს შეფმზარეულები. დღესასწაულისთვის 46 კილოგრამი ხიზილალა იყო შეკვეთილი, ათასობით ცოცხალი ყვავილი, ოთხი ავტობუსი შამპანიური საფრანგეთიდან და გონდოლები 170 სტუმრისთვის. პატარძლის კაბას Georges Hobeika თითქმის ერთი წელი კერავდა. ცერემონიაზე სიძემ თქვა, რომ მის ცოლს სურდა, პრინცესასავით ქორწილი ჰქონოდა..."
წყვილს უკვე ჰყავს პატარა ვაჟი, რომელიც, რა თქმა უნდა, დაესწრო ცერემონიას.
დინას და დანს შემთხვევით გაუცნიათ ერთმანეთი, თანაც ისე, რომ ერთდროულად აღმოჩნდნენ ადგილზე, სადაც არც ერთი არ უნდა ყოფილიყო. "რამდენიმე წარმოუდგენელი დამთხვევა და აი, ზღაპრულ ვენეციაში ვართ", - ამბობს ირინა ზარკოვა, რომელიც 19 წელია ბიზნესმენის ცოლია და სამ შვილს ზრდის მასთან ერთად.