"ლელას შვილიშვილობა ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის..." - ნატალია ყიფშიძე ბებიას დაბადების დღეს ულოცავს და საოჯახო ფოტოებს აქვეყნებს - მშობლები

"ლელას შვილიშვილობა ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის..." - ნატალია ყიფშიძე ბებიას დაბადების დღეს ულოცავს და საოჯახო ფოტოებს აქვეყნებს

2025-07-05 09:18:01+04:00

ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს ბებოს - ლელა გოცირიძეს და მასთან დაკავშირებულ მოგონებებს უზიარებს საზოგადოებას, ასევე - საარქივო ფოტოებს:

"მე, ბებო და ჩვენი ჯაზები.. ლელას შვილიშვილობა ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის. შენი სახით საუკეთესო მეგობარი მყავს. ის ვინც პირველი კითხულობს ჩემს ნაჯღაპნებს, ჩემი პირველი ფოტოგრაფია და ცხოვრების მთავარი მესაიდუმლე. შენ ხარ თვით ის ინგრედიენტი ჩემი ბავშვობისა რომელიც მოგონებებში მაბრუნებს და მათქმევინებს სიტყვა - მადლობას. ვიხსენებ ცივ, სუსხიან სკოლის დილას.. შენთან ერთად ჩაიზე შენს უცნაურ თავგადასავლებს რომ ვუსმენდი: როგორ დაამარცხა ლელამ ლომი სახელად ინგა, თეატრალურის დერეფანში როლიკებით პროტესტი, ფანჯრიდან რომ მეგობარს შეუყვარდი რადგან ბიჭი ეგონე… რა დათვლის შენს ისტორიებს! აი, სკოლაში რომ მაგვიანდებოდა წამით არ ვდარდობდი.. მანქანაში Rod Stewart-ის დისკი გველოდებოდა. მინდა, რომ მეტი მოგონებები გვქონდეს.. მეტი მეილი მომივიდეს შენგან და მეტი ნაჭღაპნი მოგაჩეჩო ძილის წინ: შენს გარეშე დასტური საიდან მივიღო?! დაბადების დღეს ჩემი მხრიდან ეგოისტური რამ მინდა გისურვო - კიდევ უამრავი წელი მინდა მაბედნიერებდეს შენი ბედნიერება".

natalia1-1751693158.jpg

natalia14-1751693159.jpgnatalia12-1751693159.jpgnatalia178-1751693159.jpgnatalia17-1751693159.jpgnatalia155-1751693159.jpg

მაბედნიერებს შენი კარგად ყოფნა... ბედნიერებაა შენი შვილობა - ნატალია ყიფშიძის ემოციური სიტყვები იუბილარ მამას
ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე... ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით - რას იხსენებს ზურა ყიფშიძე?