ლეგენდარული მსახიობის შვილიშვილმა, მისმა მოსახელემ, პროდიუსერმა რამაზ ჩხიკვაძემ იქორწინა. მისი რჩეული ჟურნალისტი ანა ბარათაშვილია, რომელიც ასევე ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ნინო მეუნარგიას ქალიშვილია.
წყვილს ქორწილი კვიპროსზე, აია-ნაპაში ჰქონდა. ფოტოებს და ვიდეოებს მათი ოჯახის წევრები აქვეყნებენ.
წყვილი ორ წელზე მეტია ერთად არის და ურთიერთობა ქორწილით დააგვირგვინეს.