მაშინ როცა ევროპა მაღალი ტემპერატურით რეკორდებს ხსნის, საქართველოში ამინდი უფრო და უფრო უარესდება. 3 ივლისს სტეფანწმინდაში მოთოვა, თუშეთი-ალვანის დამაკავშირებელი გზა წყალმა ჩამორეცხა, ბათუმში და სხვაგან უხვი ნალექი, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
- საქართველოში სიცივე ჩრდილოეთიდან წამოსულ ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით არის გამოწვეული, რომელიც დასავლეთიდან, შავი ზღვის მხრიდან შემოდის. გარკვეულწილად რასაკვირველია კლიმატის ცვლილება მოქმედებს, მაგრამ დამაიმედებელი ის არის, რომ მომდევნო კვირიდან დათბება.
დღეს არის ღრუბლიანი, ნალექიანი დღე, ასეთი იქნება ხვალაც, თუმცა ნალექი შესუსტდება და კვირიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს. ორშაბათიდან ტემპერატურაც მოიმატებს
10-11 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 38 გრადუსამდე მიაღწევს, კვირის ბოლოსკენ ცოტას დაიკლებს, რადგან წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს, ოღონდ აქ კვირის დასაწყისში იქნება 34-35 გრადუსი და კვირის ბოლოსკენ კიდევ უფრო მოიმატებს.
რაც შეეხება უამინდობას, კვირის ჩათვლით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. კვირას შეიძლება ღრუბლიანი ამინდი იყოს, ნალექი აღარ იქნება.