„არ მიყვარდა ის ადამიანი, საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიყავი... ფეხით სიარული მიჭირდა, მალე ვიღლებოდი,“ - ამ სიტყვების ავტორი ცნობილი შეფი, „სამზარეულოს ომების“ წამყვანიმიშა ავსაჯანიშვილია.ბევრმა შესაძლოა არ იცის, რომ შეფი მიშა წლების წინ საკმაოდ მძიმე წონის მქონე ადამიანი იყო.
რამ გამოიწვია მისი ჭარბი წონა, როგორ იბრძოდა მის დასამარცხებლად და საბოლოოდ როგორ დაამარცხა 74 კილოგრამი, ამაზე თავად გვიამბობს.
მიშა ავსაჯანიშვილი:
- ბიოლოგიას კარგად ვსწავლობდი, მეცხრე კლასში ვიყავი, რომ ამ საგანში გამოცდა მქონდა, რომელშიც რატომღაც დაბალი ქულა მივიღე. ამან ემოციურად ჩემზე ისე იმოქმედა, მახსოვს, გამოცდიდან სკოლის ეზოში რომ გამოვედი, მეგობარმა მითხრა, - მაგას როგორ აკეთებო. რას-მეთქი? - სახეს რატომ უცვლი ასე ფორმასო. ჩავიხედე სარკეში და რას ვხედავ, - ჩამოვარდნილი მაქვს ნახევარი სახე და თვალსაც საერთოდ ვერ ვხუჭავ. წყალსაც ვერ ვსვამდი.
დედამ ექიმთან წამიყვანა. ექიმმა დედაჩემს უთხრა, რაიმე მძაფრი ემოცია ხომ არ ჰქონდაო. სახის ასიმეტრია გამოცდის გამო მიღებულ ემოციებს დავაბრალე. მერე მკურნალობა დამენიშნა, პრედნიზოლონს ვსვამდი (რაც ალბათ არასწორი იყო), რის შემდეგაც წონაში საგრძნობლად მოვიმატე. მოკლედ, ავკრიფე და ავკრიფე. ჯანმრთელობით მდგომარეობა კი გამიუმჯობესდა, მაგრამ წონა მომემატა. მკურნალობამ მიშველა, სახის ასიმეტრია გასწორდა, თუმცა უმნიშვნელოდ ასიმეტრიის კვალი ცოტათი მაინც შემორჩენილია.
- ცხადია, შემდეგ ჭარბმა წონამ შეგაწუხათ...
- მანამდეც არ ვყოფილვარ სუსტი და გამხდარი, მაგრამ სერიოზულად მოვიმატე. სიმაღლეში მეტრი 97 სმ ვარ, მაგრამ რაღაც სხვანაირად გავსუქდი, წელს ზემოთ უზარმაზარი ვიყავი. მეათე კლასში უკვე 129 კილო გავხდი. მერე და მერე სისხლში შაქრის დონემ აიწია და მაღალმა წნევამ (საკმაოდ მაღალი რიცხვები იყო - 220 და ზემოთ) შემაწუხა. ერთხელ ექიმმა რომ გამსინჯა, გაგიჟდა, ასეთ რიცხვებს როგორ უძლებო, მაგრამ როგორც ჩანს, ახალგაზრდა ორგანიზმი იტანდა. ახლა ამხელა წნევა რომ მქონდეს, ორგანიზმი ვერ გადაიტანდა. წნევა და ყველა პრობლემა, რაც ჭარბი წონის გამო მქონდა ჯანმრთელობის კუთხით მქონდა, ბარიატრიის შემდეგ მოიხსნა. განაგრძეთ კითხვა