87 წლის ლუბა ბექაური, მარტო ქალი ზემო ნიჩბისიდან, ცხენით დადის და სოფელში მარტო ცხოვრობს. თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, თუმცა თუ გამოუჩნდა, ერთადერთი გასართობი სერიალების ყურებაა. "დღის პოსტის" სიუჟეტში ის თავის ცხოვრებაზე ყვება:
- მუხათგვერდში დავიბადე, მაგრამ მერე აქ გადმოვედით და აქ გავიზარდე. მეჩხუბებიან შვილები, შვილიშვილები, წამოდი, რა გინდა მარტოს მანდო, მაგრამ არ შემიძლია. მიყვარს აქაურობა... მიწიდან თუ არაფერი მოიყვანე, საჭმელი საიდან მოვა? მიწა გვაძლევს ყველაფერს, მაგრამა მიწასთან მუშაობა აღარავის უნდა... 4 შვილი მყავს, 10 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი. მიმოფანტულები არიან შორს. აქეთ არავის უნდა, ამ ტყეში. მეორედ გავთხოვდი... მეორე კარგი კაცი იყო, კარგი მშრომელი... ქალებში "გაგულავება" თუ უნდოდა, ვუშვებდი... ქმარი პირველ ცოლს შევარიგე, მერე მასთან იპარებოდა… არ დამიშლია, ახლა ორივე მკვდარია, იმ ქვეყნად ერთად არიან… რატომღაც არ მწამს სიყვარულის...