პედაგოგი მეუღლე, შვილები და გავლენიანი მამა - რა არის ცნობილი თორნიკე რიჟვაძის პირად ცხოვრებაზე და კარიერაზე - მშობლები

პედაგოგი მეუღლე, შვილები და გავლენიანი მამა - რა არის ცნობილი თორნიკე რიჟვაძის პირად ცხოვრებაზე და კარიერაზე

2025-07-07 18:00:23+04:00

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის,თორნიკე რიჟვაძისმდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლევან რატიანის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში დაახლოებით 06:30 საათზე გადმოიყვანეს. შემოყვანისას მისი მდგომარეობა მძიმე იყო, რადგან სახეზე აღენიშნებოდა ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამჟამად, შოკის ხარისხი შემცირებულია და ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია. მას უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო ღონისძიება პროტოკოლის შესაბამისად.

დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძე, გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. უწყების ცნობით, მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, დაზიანებული ჰქონდა ფილტვი, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. მოგვიანებით, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით დაკავებულია ალექსი ახვლედიანი.

პოლიტიკური კარიერა და გადადგომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თანამდებობა 2025 წლის 4 აპრილს დატოვა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში დაწერა. მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს და აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის, ხოლო გადაწყვეტილება "სიახლის დროით" ახსნა. განაგრძეთ კითხვა