"გვინდა დავამშვიდოთ მტირალა ჩვილების მშობლები" - "ჭირვეული" პატარების ქცევას ახალი ახსნა მოუძებნეს - მშობლები

"გვინდა დავამშვიდოთ მტირალა ჩვილების მშობლები" - "ჭირვეული" პატარების ქცევას ახალი ახსნა მოუძებნეს

2025-07-10 10:34:44+04:00

შვედეთის უფსალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორიდან ხუთ თვემდე ასაკის ჩვილი ბავშვების ტირილის სიხშირე 50-70%-ით მემკვიდრეობითი ფაქტორებით განისაზღვრება და არა გარე გამაღიზიანებლებით. კვლევის შედეგები ჟურნალ JCPP Advances-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით ათასმა ტყუპმა მთელი შვედეთიდან. მშობლებს ავსებდნენ კითხვარებს, სადაც აღწერდნენ, თუ რამდენად ხშირად ტირიან მათი შვილები, რამდენად სწრაფად მშვიდდებიან და როგორ სძინავთ. გამოკითხვა ორჯერ ტარდებოდა - ახალშობილების ორი და ხუთი თვის ასაკში. ერთი კვერცხუჯრედიდან და ორკვერცხუჯრედიან ტყუპების ქცევის შედარებამ ექიმებს საშუალება მისცა განესაზღვრა გენეტიკის წვლილი ამ თავისებურებებში.

ძირითადი აღმოჩენები

ტირილის ანალიზისას ყველაზე გამოკვეთილი კავშირი მემკვიდრეობასთან დაფიქსირდა . გენეტიკა ხსნიდა განსხვავებების დაახლოებით 50%-ს ორი თვის ასაკში და 70%-მდე - ხუთი თვისთვის.

კვლევის ავტორი შარლოტა ვიკტორსონი განმარტავს: "ეს შეიძლება ნუგეში გახდეს მშობლებისთვის: ხშირად მტირალა ბავშვი - არ არის მათი ბრალი".

გარემოს გავლენა

ბავშვების ქცევაში დარჩენილი განსხვავებები დაკავშირებულია გარემოს უნიკალურ ფაქტორებთან - ანუ ინდივიდუალურ თავისებურებებთან იმ პირობებისა, რომელშიც იზრდება ყოველი ბავშვი, მათ შორის დღის რეჟიმი და ოჯახური ატმოსფერო.

მკვლევრებმა ასევე დადგინეს, რომ ჩვილი ბავშვების ღამით გაღვიძება მეტად დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ვიდრე გენეტიკაზე. ჩაძინების პრობლემები უმეტესად გარემო პირობებს უკავშირდება, მაგრამ ხუთი თვისთვის ამ ფაქტორის შენარჩუნება მემკვიდრეობითი ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.