რატომ გვიყვარს ნაყინი ბავშვობიდან? – რას გვეუბნება მეცნიერება და ფსიქოლოგია - მშობლები

რატომ გვიყვარს ნაყინი ბავშვობიდან? – რას გვეუბნება მეცნიერება და ფსიქოლოგია

2025-07-10 11:36:26+04:00

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ გემო, რომელიც თქვენში ღიმილს იწვევს - ეს დიდი ალბათობით ნაყინია!

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ნაყინის ისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის! ძველ ჩინეთშიც კი მიირთმევდნენ თოვლის, ხილისა და თაფლისგან დამზადებულ დესერტს. ძველ რომში დიდგვაროვნები ნაყინს ხილის წვენებთან ერთად მიირთმევდნენ. თუმცა, ჩვენთვის ნაყინი, როგორი ფორმითაც მას ვიცნობთ, მხოლოდ მე-17 საუკუნეში გამოჩნდა იტალიასა და საფრანგეთში.

მას შემდეგ, ის, ალბათ, ზაფხულის მთავარი გემო და ბავშვობის საუკეთესო მოგონებაა. შეუძლებელია არ გაგეღიმოს, როცა გახსენდება, როგორ ჩამოატარებდნენ ეზოში ვაფლის ჭიქიან ნაყინს. ზოგს ნაყინი ჯოხზე ახსენდება, ზოგს კი მეტალის ჭიქაში მოთავსებული ვანილის სამი ბურთულა, მოხეხილი შოკოლადითა და ბედნიერების გემოთი. ზოგსაც ნაყინის გახსენებაზე თვალწინ კონუსის ფორმის პლომბირი წარმოუდგება, თეთრ ქაღალდში გახვეული, თხელი შოკოლადის გარსით.

გაგეღიმათ? - მაშინ, სტატიის კითხვა აუცილებლად გააგრძელეთ!

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტკბილეულისა და ცივის ერთდროული კომბინაცია პირდაპირ ასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხს აგებს სიამოვნებაზე - ამას ჰედონური ცენტრი ეწოდება.

ერთ-ერთ კვლევაში ლონდონის ინსტიტუტმა დააფიქსირა, რომ ნაყინის ჭამის დროს აქტიურდება ტვინის ქერქის ნაწილი - ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ბედნიერების, ემოციური კმაყოფილებისა და სიამოვნების განცდებს წარმოქმნის.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი, ნაყინი ხშირად ასოცირდება უსაფრთხო, მზრუნველ გარემოსთან. ჩვენში ის იწვევს ე.წ. ემოციურ ჩაბეჭდვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვობაში ჩვენთვის ნაყინი დაჯილდოებასთან, სასიამოვნო გასეირნებასთან, ან ზაფხულის თავგადასავალთან ასოცირდება.

შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ, მაგრამ...

როცა ვჭამთ ნაყინს, მისი არამარტო გემო გვიყვარს - ჩვენ ფსიქოლოგიურად ვუბრუნდებით იმ პერიოდს, როცა ყველაფერი მარტივი, მზიანი და ტკბილი იყო.

ცოტა სტატისტიკაც:

ამერიკელების 87% ამბობს, რომ ბავშვობის მოგონებებისას პირველ რიგში ნაყინს იხსენებს.

იაპონიაში ჩატარებულ კვლევაში კი აღმოჩნდა, რომ დილის საათებში ნაყინის მირთმევა ზრდის ყურადღებასა და რეაქციის სიჩქარეს.

ასევე ფინეთში არსებობს ტერმინი "jäätelöhetki" - რაც ნიშნავს "ნაყინის მომენტს". ტრადიციულად მას იყენებენ ემოციური წახალისების ან შესვენების სიმბოლოდ.

ცოტა საკვები ნივთიერება, ცოტა ცივი ტექსტურა, ბევრი მოგონება და უზარმაზარი დოფამინის აფეთქება — აი ასე გვიყვარს ნაყინი.

და არა, საქმე არც შაქარშია და არც ტრადიციაში, საქმე იმ პატარა, შინაგან ღიმილშია, რომელსაც ვგრძნობთ პირველივე ლუკმაზე.

ქართველებს ძალიან უყვართ ნაყინი, რაც ამ პროდუქტისადმი მაღალი მოთხოვნით დასტურდება. უყვართ არა მხოლოდ როგორც დესერტი, არამედ როგორც ემოციური გამოცდილება, ზაფხულის განუყოფელი ნაწილი და ბავშვობის სიხარული. მომხმარებლის ფავორიტი გემოები არის მარწყვი, შოკოლადი და ვანილი — კლასიკა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას. თუმცა, არანაკლებ მოთხოვნადია კრემ ბრულე, ფსტა და სტრაჩატელა - იტალიური გემოებით გაჯერებული სიამოვნება.

ნაყინის ერთ-ერთი მწარმოებელი ქართული კომპანია „პალომა“, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია ქმნის უმაღლესი ხარისხის ნაყინს ევროპული ნედლეულით. გარდა კლასიკური და პრემიუმ გემოებისა, „პალომა“ მომხმარებელს სთავაზობს უშაქრო ნაყინსაც, რომელიც იდეალურია მათთვის, ვინც შაქარს ერიდება, მაგრამ სიამოვნებაზე არ სურს თქვას უარი. ეს ნაყინი შაქარს დანამატის სახით არ შეიცავს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გემრიელი შეიძლება იყოს ჯანსაღიც. „პალომას“ ნაყინები მზადდება უმაღლესი ხარისხის ევროპული ნედლეულითა და ნაღების კარაქით, რაც იძლევა განსაკუთრებულ, დახვეწილ გემოვნურ მახასიათებლებს.

ერთი სიტყვით, როცა გიჭირს, დაღლილი ხარ, ან უბრალოდ ცუდ განწყობაზე, ნაყინის შეფუთვა გახიე, ცაში ახედე და ბავშვობა გაიხსენე!

NS