უნივერსიტეტის ალტერნატივა – Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - მშობლები

უნივერსიტეტის ალტერნატივა – Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

2025-07-11 11:36:14+04:00

თანამედროვე მსოფლიოში განათლება აღარ განისაზღვრება მხოლოდ ტრადიციული უნივერსიტეტითა და ხანგრძლივი აკადემიური პროგრამებით. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ირჩევს სწავლების ისეთ მოდელს, რომელიც მოკლე დროში იძლევა კონკრეტულ შედეგს, ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და პირდაპირ უკავშირდება რეალურ დასაქმებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ ახერხებენ უნივერსიტეტში ჩაბარებას.

პროფესიული განათლება, როგორც სწრაფი და პრაქტიკული არჩევანი

უნივერსიტეტს მიღმა დარჩენა არ უნდა აღიქმებოდეს წარუმატებლობად. პირიქით, ეს შეიძლება იქცეს განვითარების ახალი ეტაპის საწყისად. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რას ვთავაზობთ ახალგაზრდას: ერთი წლის დაკარგვასა და მორიგ მცდელობაზე ფიქრს, თუ იმ ალტერნატივას, რომელიც დაუყოვნებლივ მისცემს რეალური ცოდნის, უნარებისა და კარიერული პროგრესის შესაძლებლობას.

Skillwill-ის კოლეჯი სწორედ ასეთ ალტერნატივას წარმოადგენს - საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომელთაც არა მხოლოდ დიპლომის, არამედ სწავლისგან კონკრეტული შედეგის მიღება სურთ.Skillwill-ის კოლეჯში ჩასარიცხად საკმარისია მხოლოდ სკოლის ატესტატი და ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.

კოლეჯი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ განათლებას ეძებს - იქნება ეს სკოლადამთავრებული, რომელიც კარიერის დაწყებას გეგმავს, უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც თეორიული სწავლება არ აკმაყოფილებს, თუ ზრდასრული ადამიანი, რომელიც პროფესიული ცვლილებისთვის პრაქტიკულ და დროში მოქნილ ალტერნატივას ეძებს.

axali-auditoria-1752222705.jpg

კოლეჯის ადგილმდებარეობა და ხელმისაწვდომობა

პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს როგორც თბილისში (ავლაბარი, ნიკიფორე ირბახის N17), ასევე ბათუმში (პეტრე ბაგრატიონის N129). ორივე ქალაქში კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურას და ხუთი მოთხოვნადი პროფესიული მიმართულებით სწავლის შესაძლებლობას.

axali-auditoria-1-1752222714.jpg

სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც განათლებაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტისთვის. გარდა ამისა, კოლეჯში ჩარიცხვა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

axali-auditoria-5-1752222792.jpg

რატომ Skillwill-ის კოლეჯი?

  • სწრაფი, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული განათლება: ყველა პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტმა მოკლე დროში შეიძინოს კონკრეტული პროფესიული უნარები და მზად იყოს დასაქმებისთვის.
  • სახელმწიფო დაფინანსება: სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც სტუდენტს ათავისუფლებს დამატებითი ფინანსური ტვირთისგან.
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა: ტექნოლოგიურად აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო სივრცეები, მოსასვენებელი ზონები, კაფეტერია და თბილისში - ეს არის სასწავლო გარემო, რომელიც ხელს უწყობს როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას.
  • დასაქმებაზე ორიენტირებული მიდგომა: სასწავლო პროცესის ძირითადი მიზანია, სტუდენტი მოამზადოს შრომით ბაზარზე სწრაფად გასასვლელად. კოლეჯი უზრუნველყოფს კარიერულ კონსულტაციებს, პორტფოლიოს შექმნის მხარდაჭერასა და დამსაქმებლებთან პირდაპირ კავშირს.
  • სახელმწიფო დიპლომი: კოლეჯის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს, რომელიც სრულფასოვნად მოქმედებს, როგორც საქართველოს შრომით ბაზარზე, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
  • გათავისუფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან: Skillwill-ის კოლეჯში ჩარიცხვა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების კანონიერ საფუძველს წარმოადგენს, რაც დამატებითი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც პროფესიულ განვითარებას დროულად გეგმავს.

axali-auditoria-2-1752222729.jpg

სასწავლო პროგრამები:

  • Front-End-Development (თბილისსა და ბათუმში) — ციფრული პროდუქტების შექმნა HTML, CSS, JavaScript და React-ის გამოყენებით. (11 თვე)
  • გრაფიკული დიზაინი — ვიზუალური კომუნიკაცია და დიზაინი Adobe Photoshop, Illustrator და Figma-ს მეშვეობით. (12 თვე)
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები — ქსელური ინფრასტრუქტურა, სერვერების ადმინისტრირება, IT უსაფრთხოება. (15 თვე)
  • ბუღალტრული აღრიცხვა — ფინანსური ადმინისტრირების საფუძვლები და პრაქტიკული ბუღალტერია. (14 თვე)
  • აღმზრდელი — ბავშვის განვითარება, საგანმანათლებლო მეთოდები და პედაგოგიური პრაქტიკა. (21 თვე)

axali-auditoria-4-1752222760.jpg

ვისთვის არის Skillwill-ის კოლეჯი?

  • ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ვერ ჩააბარეს უნივერსიტეტში, მაგრამ სურთ, სწრაფად დაეუფლონ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას;
  • მათთვის, ვინც არ ელის წლებთან ერთად შედეგს და დღესვე აპირებს კარიერული განვითარების დაწყებას;
  • მათთვის, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა, კვალიფიკაციის ამაღლება ან ახალი მიმართულებით კარიერის დაწყება.

axali-auditoria-3-1752222745.jpg

Skillwill-ის კოლეჯი - განათლება, რომელიც მორგებულია შენზე და შენს მომავალზე.სივრცე, სადაც ალტერნატივა ნიშნავს არა კომპრომისს, არამედ ჭკვიანურ, სწორ და დროულ გადაწყვეტილებას!

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - გაიარე წინასწარი რეგისტრაცია დღესვე დაისწავლე ის,რაც მართლა გამოგადგება.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა - https://forms.gle/C9kTneZ9auWxA2dx5

R