ირინა შეიკი და მისი პატარა ქალიშვილი თურქმა პაპარაცებმა შეაშინეს: "ირინა პიჯაკით ცდილობდა ატირებული გოგონას დაცვას... ეს ნამდვილი დევნა იყო" - მშობლები

ირინა შეიკი და მისი პატარა ქალიშვილი თურქმა პაპარაცებმა შეაშინეს: "ირინა პიჯაკით ცდილობდა ატირებული გოგონას დაცვას... ეს ნამდვილი დევნა იყო"

2025-07-11 12:00:00+04:00

ირინა შეიკი რვა წლის ქალიშვილ ლეასთან ერთად თურქეთში ისვენებს. გუშინ მათ რესტორან "ოლიგარკში" გადაწყვიტეს სადილობა, თუმცა, საღამო ლეასთვის და თავად ირინასთვისაც დიდი სტრესით დასრულდა.

როცა ადგილობრივმა პაპარაცებმა გაიგეს, რომ ამ დაწესებულებაში მოდელი სადილობდა, სასწრაფოდ მივიდნენ. როცა შეიკი ქალიშვილთან ერთად რესტორნიდან გამოდიოდა, ფოტოგრაფებმა მათ ალყა შემოარტყეს. ირინა ქალიშვილის დაფარვას პიჯაკით ცდილობდა. ამავე დროს მოჰქონდა ორი დიდი ჩანთა და ბავშვს ხელს უჭერდა.

პაპარაცების დევნა

თუმცა რეპორტიორები ირინასა და ლეას დევნას განაგრძობდნენ. გარკვეულ მომენტში გოგონამ, რომელიც ბრბომ შეაშინა, ვეღარ გაუძლო და ატირდა, ცდილობდა დედის პიჯაკს უკან დამალულიყო.

თურქული გამოცემა "მაგაზინ ბურადამ" გამოაქვეყნა სკანდალური ეპიზოდის ჩანაწერი. ამავე დროს მედიის რედაქციამ დააზუსტა: "როცა ჟურნალისტმა დაინახა, როგორ ატირდა შეიკის ქალიშვილი, რომელიც სახეს ჟაკეტქვეშ მალავდა, მან შეწყვიტა გადაღება და აღარ დადევნებია ცნობილ მოდელს, რათა პატარა ბავშვი არ შეეწუხებინა".

საზოგადოების რეაქცია

ცოცქსელში ამ ინციდენტმა დიდი რეაქცია გამოიწვია. მომხმარებლები ირინასა და ლეას ამხნევებდნენ, ჟურნალისტების ქმედებას კი აკრიტიკებდნენ:

  • "როგორ შეიძლებოდა მშვიდად გადაეღოთ, სანამ ბავშვი ტიროდა? თქვენ რა, კადრების გამო ყველაფერზე მიდიხართ?"
  • "იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდით, თქვენს კამერებთან დგახართ ! ნუთუ ამას ჟურნალისტიკა ჰქვია? ეს უბრალო ცინიზმია"
  • "ეს ნამდვილი დევნაა. როდის ისწავლიან პაპარაცები პიროვნული საზღვრების დაცვას?"

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც თავად ირინა გააკრიტიკეს:

  • "ბავშვმა უბრალოდ ვერ გაიგო სიტუაცია და მოულოდნელობისგან ატირდა. დედას სიმშვიდე უნდა შეენარჩუნებინა!"
  • "მგონია, გოგონა ირინას პანიკამ შეაშინა"
  • "საკმარისი იყო უბრალოდ ბავშვისთვის ხელი ჩაეკიდა და მშვიდად წასულიყო - არანაირი ტრაგედია არ მოხდებოდა"

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ შეიკი ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც ჩვეულებრივ პოზიტიურად რეაგირებს პაპარაცებზე. რაც შეეხება ლეას, ადრე შეშინდებოდა კამერით ადამიანის გამოჩენისას. მაგრამ დედა ყოველთვის უხსნის, რომ ეს მათი სამუშაოა და სხვისი შრომის პატივისცემა საჭიროა. ქუჩის ფოტოგრაფების გადაღებულ ზოგიერთ ფოტოს რომ შევხედოთ, შთაბეჭდილება რჩება, რომ ლეა ზოგჯერ სპეციალურად იღებს სასაცილო პოზებს.

ზოგადად ირინას მიდგომა ქალიშვილის აღზრდისადმი არ არის უბრალოდ წესების ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ ლეა ლოს-ანჯელესში დაიბადა და ამერიკაში ცხოვრობს, დედასთან და ბებიასთან გოგონა მხოლოდ რუსულად საუბრობს. ასევე შეიკი ქალიშვილს ზრდილობას და წესების დაცვას ასწავლის. ტოპ-მოდელის თქმით, რომ თავაზიანი თხოვნის გარეშე ლეა ვერაფერს აიღებს, ხოლო სადილის დასრულების შემდეგ ადგება მაგიდიდან, იღებს თავის თეფშს და აუცილებლად ამბობს "მადლობას".

შეიკი გამიზნულად უყვება ქალიშვილს თავისი რთული ბავშვობის მოგონებებს: ნამცხვრები მხოლოდ ახალ წელს, ერთი სათამაშო წელიწადში... ეს ისტორიები არ არის თანაგრძნობის გამომწვევი საშუალება, არამედ აღზრდის ინსტრუმენტი. როცა ლეას არ უნდოდა დედა სამსახურში გაეშვა, ირინამ მშვიდად განუმარტა, რომ მაცივარში საჭმელი იმიტომ არის, რომ ის მუშაობს.

დატვირთული განრიგის მიუხედავად, ირინას აქვს მკაცრი პრინციპი - არანაირი ძიძა. პატარას მზრუნველობას მოდელი მხოლოდ საკუთარ თავს, თავის დედას და ბრედლი კუპერს ანდობს. გოგონა ძალიან უყვარს მამა და საკმაოდ ბევრ დროს ატარებს მასთან. ლეამ კუპერის ახალ საყვარელთან - ჯიჯი ჰადიდთან დამეგობრებაც მოახერხა.