ამ მშვენიერ მოცეკვავეს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის მისი ვინაობა. ეს მშვენიერი გოგონა ნათია კაკულიაა, რომელიც 5 წლიდან ცეკვავს და უზომოდ უყვარს ეს საქმე. თუმცა როცა წამოიზარდა და ფორმები შეეცვალა, სცენის მკაცრი სტანდარტების გამო ვეღარ გააგრძელა პროფესიონალურად გაყოლოდა ამ სფეროს. ამბობს, რომ წლები ცეკვის გარეშე ძალიან ძნელი იყო და ბედნიერი მხოლოდ ცეკვის დროს არის. ამიტომ, როგორც კი გაიგო, რომ შეეძლო სამოყვარულო ანსამბლში ეცეკვა, ბევრი აღარ უფიქრია. დღეს სოციალური ქსელის ნამდვილი ვარსკვლავია და თავის ამბავს პირველ არხზე "ახალ დღეში" ყვება.