მილიარდერის იახტა, რომელზეც მსოფლიო ვარსკვლავები ერთობიან და "ჩვეულებრივი მოკვდავისთვის" მასზე მოგზაურობა 78 ათასი დოლარი ღირს - ვინ არის სუპერიახტის მფლობელი მარკ შეინბერგი - მშობლები

მილიარდერის იახტა, რომელზეც მსოფლიო ვარსკვლავები ერთობიან და "ჩვეულებრივი მოკვდავისთვის" მასზე მოგზაურობა 78 ათასი დოლარი ღირს - ვინ არის სუპერიახტის მფლობელი მარკ შეინბერგი

2025-07-12 12:42:35+04:00

ბოლო კვირების განმავლობაში, დასავლურ პრესაში ამ ზაფხულის ყველაზე სასურველი წვეულებების შესახებ გაჩნდა ინფორმაცია, რომლებიც Ritz-Carlton-ის მდიდრულ სუპერიახტა Luminara-ზე იმართება. აღმოჩნდა, რომ ხმელთაშუა ზღვაში მოძრავი გემი, რომელზეც, როგორც ჩანს, ყველა ცნობილი ადამიანი უკვე ნამყოფია, ნაომი კემპბელიდან ორლანდო ბლუმამდე, კანადელ მილიარდერს მარკ შეინბერგს ეკუთვნის.

მის იახტაზე, რომელსაც 10 გემბანი აქვს, ყველაფერია, რაც განებივრებულ საზოგადოებას შეიძლება დასჭირდეს: ხუთი რესტორანი, შვიდი ბარი, ორი საცურაო აუზი, სპა და ლეგენდარული კონდიტერის, შეფ-მზარეულის, სედრიკ გროლეტის მიერ შექმნილი დროებითი კაფე. სტუმრებს ასევე აქვთ კერძო ტერასა ჯაკუზით, ფართო მისაღები ოთახი, სამეფო ზომის საწოლი და აბაზანა. ასეთი მოგზაურობის ღირებულება 78 000 ათას დოლარს აღწევს, მაგრამ ვარსკვლავური მგზავრები ერთ ცენტსაც არ იხდიან, რადგან მათი ყოფნა უკვე თავისთავად რეკლამაა.

original-1-1752313709.webp

original-4-1752313709.webp

მათ შორის, ვინც უკვე შეუერთდა ამ აჟიოტაჟს, არიან ქეით ჰადსონი, ნინა დობრევი, კენდალ ჯენერი, ნაომი კემპბელი, რიკი მარტინი, დაკოტა ჯონსონი, ორლანდო ბლუმი, ნატაშა პოლი, სოფია ვერგარა, ტომ ბრედი და მრავალი სხვა.

original-5-1752313768.webp

original-1752313768.webp

original-8-1752313768.webporiginal-6-1752313768.webp

გართობაც გათვალისწინებულიაა - მაგალითად, ბოლო კრუიზზე სტინგმა, ელი გოულდინგმა და დიჯეი კიგომ იზრუნეს მუსიკალურ განწყობაზე, ხოლო ბიზნესვუმენმა და ტელეწამყვანმა მარტა სტიუარტმა მარტა-ტინის საფირმო კოქტეილების დამზადების მასტერკლასი ჩაატარა. სხვათა შორის, სტუმრების სიას მარკის დიდი ხნის მეგობარი, სოციალური სტრატეგი დაგ ჩაბოტი ამზადებს, რომლის შესახებაც უკვე ვრცელდება ჭორები, რომ მას რომანი აქვს ახლახან „გათავისუფლებულ“ დაკოტა ჯონსონთან.

original-3-1752313862.webp

რაც შეეხება თავად „მცურავი სასახლის“ მფლობელს, შაინბერგს, რომელიც საბჭოთა ემიგრანტების ოჯახიდანაა, ქონება უდიდეს ონლაინ პოკერის პლატფორმაზე, PokerStars-ზე დააგროვა, რომელიც მამასთან ერთად, 2001 წლის 11 სექტემბერს დააარსა (დიახ, იმავე დღეს, როდესაც ტყუპი კოშკი აფეთქდა).

original-2-1752313909.webp

პლატფორმა სწრაფად გახდა ინდუსტრიის ლიდერი მაღალი დონის ტურნირებისა და კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ნადალის მონაწილეობით რეკლამირების წყალობით. მამა-შვილი ოსტატურად უვლიდა გვერდს აშშ-ში ონლაინ აზარტული თამაშების აკრძალვას, სანამ ხელისუფლებამ 2011 წელს საიტიარ დახურა. თუმცა, შეინბერგებმა 731 მილიონი დოლარი გადაიხადეს, გამოისყიდეს კონკურენტი Full Tilt და ბიზნესი შეინარჩუნეს. 2014 წელს მარკმა PokerStars 4.9 მილიარდ დოლარად გაყიდა, პირადად კი 3.7 მილიარდი დოლარი მიიღო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა. ბიზნესმენი ამჟამად მენის კუნძულზე (ბრიტანეთის კუნძულები) ცხოვრობს და მისი ქონება თითქმის 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

original-7-1752313909.webp

ლოლიტა ექსპრესი - პედოფილების კუნძული, სადაც არასრულწლოვანი მოდელები გავლენიანი მამაკაცების გასართობად დაჰყავდათ და მოდელი, რომელიც ამას შეეწირა
საიდუმლო წვეულებები კანში - ცნობილი მოდელები მილიარდერებს იახტებზე ართობენ