ვინ არის 15 წლის მოზარდის წამების ორგანიზებაში ბრალდებული სპორტსმენი - "რადიო თავისუფლება" უმძიმესი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს - მშობლები

ვინ არის 15 წლის მოზარდის წამების ორგანიზებაში ბრალდებული სპორტსმენი - "რადიო თავისუფლება" უმძიმესი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

2025-07-12 20:35:18+04:00

რამდენიმე დღის წინ უმძიმესი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ 9 პირმა არასრულწლოვანი მოტყუებით წაიყვანეს მიტოვებულ შენობაში და მასზე ყველა მეთოდით იძალადეს. დაკავებულები ე.წ. "ფაშისტური" იდეოლოგიის ჯგუფის წევრები არიან.

გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. "ფაშისტური" იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში.

"ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ასევე, დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში" - ნათქვამია გამოძიების ოფიციალურ ინფორმაციაში.

"დანით დასერეს, დააჩოქეს, გააშიშვლეს მთლიანად" - ჰყვებიან ნაწამები მოზარდის ახლობლები

"რადიო თავისუფლება"მომხდარი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდის წამების ორგანიზებაში ბრალდებული 30 წლის ლევან აბესაძეა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივი დისკრიმინაციით ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულში. ლევან აბესაძე სპორტსმენია, ძალისმიერი სამჭიდის ათლეტი.

მისი და ე.წ. ფაშისტური დაჯგუფების კავშირების შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა წყარო, რომლის თქმით, 2025 წლის იანვარში, მას დაუკავშირდა დაჯგუფება „ბერგმანის“ ყოფილი წევრი (რადიო თავისუფლება ვერ ადასტურებს ამ ინფორმაციის სანდოობას) და როგორც ამ დაჯგუფების, ისე მისი წევრებისა და მათ შორის, ლევან აბესაძის შესახებაც ესაუბრა, მიაწოდა ფოტოებიც.

"მითხრა, რომ სურდა საუბარი ე.წ. „ტიტუშკებზე“ და სწორედ მათ შესახებ საუბრისას გაამახვილა ყურადღება ლევან აბესაძეზე. თქვა, რომ უკვე რამდენიმე წელია ის ქმნის სხვადასხვა დაჯგუფებებს და ამ დაჯგუფებებში გადაიბირა ფაშისტური დაჯგუფება „ბერგმანისა“ და „თეთრი მამბერის“ წევრებიც.

მითხრა, რომ ლევან აბესაძის დაჯგუფებაში უმეტესობა არასრულწლოვანია ...წაიკითხეთ სრულად სტატია

წაიკითხეთ ასევე: