თითოეულ ოჯახში, ოფისსა თუ ავტომობილში უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაკომპლექტებული მინიაფთიაქი თითოეულ ოჯახში, ოფისსა თუ ავტომობილში უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაკომპლექტებული მინიაფთიაქი, რათა საჭიროებისას ადამიანის სიცოცხლისთვის ძვირფასი წუთები წამლისა და სახვევი მასალის ძებნაში არ დაიკარგოს. სამკურნალო საშუალებები:
• ვალიდოლი (აბები) - გამოიყენება გულის შეტევის (სტენოკარდიის), ნევროზის, ისტერიის დროს. თავსდება ენის ქვეშ.
• ვალოკორდინი ან კორვალოლი - გამოიყენება გულის მიდამოში ყრუ ტკივილის, გახშირებული და გაძლიერებული გულისცემის, უძილობის, ნევროზის, ნაწლავთა სპაზმის დროს. მიიღება 15-30 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.
• პარაცეტამოლი (აბები 0,2 გ ან 0,5 გ) - ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, რადიკულიტის, რევმატიზმის დროს.
• ასპირინი (აბები 0,5 გ) - ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა. მიიღება ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
• ანალგინი ან ბარალგინი (აბები 0,05 გ და ამპულები) - გამოიყენება კბილის, თავის ტკივილის, ნევრალგიისა და რევმატიზმის დროს. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში შესაძლებელია ასპირინთან ერთად მიღებაც.
• ალბუციდი (სულფაცილ-ნატრიუმი) - თვალის წვეთებია, გამოიყენება თვალის ანთებითი დაავადებების (კონიუნქტივიტების, რქოვანა გარსის ჩირქოვანი წყლულების), თვალის უცხო სხეულით გაღიზიანების დროს.
• ლევოვინიზოლი (კომბინირებული აეროზოლური პრეპარატი) ან სხვა ანალოგიური დანიშნულების ხსნარი - ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა დამწვრობის პირველადი მკურნალობისას.