იდეალური მშობლები არ არსებობენ. უშვებენ შეცდომებსაც, რაც მტკივნეულად აისახება ბავშვის სულიერ განწყობაზე იდეალური მშობლები არ არსებობენ. უშვებენ შეცდომებსაც, რაც მტკივნეულად აისახება ბავშვის სულიერ განწყობაზე. წარმოგიდგენთ შეცდომების ნუსხას, რომელსაც მშობლები ყველაზე ხშირად უშვებენ.
"კარგად მოიქეცი" - გამუდმებით ამას ვუჩიჩინებთ შვილებს, სინამდვილეში კი თავადაც არ ვიქცევით სამაგალითოდ. იმდენად გართული ვართ ყოველდღიური საზრუნავით, ვერ კი ვამჩნევთ, რამდენ არასწორ ნაბიჯს ვდგამთ შვილებთან მიმართებაში. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გამოავლინეს 9 ყველაზე გავრცელებული შეცდომა.
1. ნებას ვაძლევთ დიდხანს უყურონ ტელევიზორს
ნებისმიერ მშობელს რომ ჰკითხო, უნდა, რომ ბავშვმა ეკრანის წინ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს. თუმცა როცა ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ გასუსულებს ვხედავთ, თავადაც ვტკბებით ამ წუთებით.
2. ვემუქრებით და შემდეგ არ ვასრულებთ
"არასოდეს აღარ წამოგიყვან პარკში, რაკი ასე ცუდად იქცევი" - ვიმუქრებით ჩვენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც წავიყვანთ და რაც მთავარია, ბავშვმა ეს ჩვენზე კარგად იცის. ამიტომ შეუსრულებელ მუქარას, ჯობია საერთოდ არ დაემუქროთ.
3. ვუწევთ ხმას
ჯერ ვუყვირით, მერე ვნანობთ. არ უნდა ვყვიროდეთ, მაგრამ ათჯერ რომ ეტყვი და ერთხელაც არ შეიბერტყავს ყურს, რიგითი დედა კი არა, დედა ტერეზაც დაიყვირებდა.
4. ბევრი ტკბილის ჭამის უფლებას ვაძლევთ
ვიცით, რომ ბევრი ტკბილი არას არგებს და პირობასაც ვდებთ, რომ რაიმე სასარგებლო ჩირით ჩავანაცვლებთ. ამის მიუხედავად, სამსახურიდან შინისაკენ მიმავალები გზაში მაინც შოკოლადებს ვყიდულობთ.
5. უფლებას ვაძლევთ, გვიან დაიძინონ
ბევრჯერ ვუდებთ საკუთარ თავს პირობას, რომ "ხვალიდან ათ საათს არ გადააცილებ", მაგრამ ხან ტელევიზორი, ხან "ცოტა ხანს კიდევ" და მაინც გვიან იძინებს.
6. უნებართვოდ ვიღებთ მის ნივთებს
ამ დროს ჩვენს ნივთებზე ხელის ხლება აკრძალული აქვს. თავად კი ჩუმად გავაჩუქებთ ზედმეტ სათამაშოებს მეზობლებში, მამა კი საკანფეტე ლარნაკს ბოლომდე ასუფთავებს.
7. გვავიწყდება ვუთხრათ "მადლობა" და "თუ შეიძლება"
მათგან ზრდილობას მკაცრად ვითხოვთ. სინამდვილეში ბავშვები უფრო ხშირად გვიჯერებენ, ვიდრე გაუგონრობას იჩენენ.
8. ვიტყუებით
თოვლის ბაბუა, გუდიანი... ტყუილია, აბა რა არის. გვირჩევნია ბავშვი მოვატყუოთ, ვიდრე ხანგრძლივი ახსნა-განმარტებები ვუტაროთ.
9. არასოდეს ვუხდით ბოდიშს
უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ მოვუბოდიშებთ, თუ დავეჯახეთ ან რაიმე ვავნეთ. დიდი შანსია, რომ ბოდიშის მაგივრად ამ დროს "ფეხებში ნუ მედები" მივაძახოთ.
ამ ჩამონათვალში ნამდვილად აღმოაჩენდით თქვენს ერთ შეცდომას მაინც. თუმცა ახლა იქნებ სხვა თვალით შეხედოთ საკუთარ თავს და ბავშვივით პირობე მისცეთ: "მეტს აღარ ვიზამ".
ასევე იხილეთ: თანამედროვე მშობლების 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა