სიმართლე მანის ფაფაზე - რატომ იკავებენ პედიატრები მისგან თავს - მშობლები

სიმართლე მანის ფაფაზე - რატომ იკავებენ პედიატრები მისგან თავს

2015-05-01 17:26:07+04:00

შეზღუდვა იმ უარყოფითი თვისებებით არის გამოწვეული, რაც მანის ფაფას ნამდვილად აქვს ჩვენს დედებსა და ბებიებს ბავშვის მენიუ მანის ფაფის გარეშე ვერ წარმოედგინათ. შეიცვალა დრო და გავიგეთ, რომ პედიატრები ამ ფაფას რეკომენდაციას აღარ უწევენ. ამის მიუხედავად, ბევრ ოჯახში ძველებურად კვებავენ ბავაშვებს მანანის ბურღულით და ამით ქვეყანა არ იქცევა. სად არის სიმართლე და ბოლ-ობოლო სასარგებლოა თუ არა მანის ფაფა ბავშვისთვის.

ამ ფაფას სასარგებლო თვისებები მართლაც აქვს, თუმცა მისი მიღება მოზრდილებისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ბავშვებისთვის. ის უნდა მიიღონ ადამიანებმა, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები ან წყლული აწუხებთ. მანი "ჰერკულესის" ფაფაზე ნაკლებად როდი აითვისება. გაღიზინებულ ლორწოვანსაც ამშვიდებს.

მანი შიცავს ვიტამინებს, თუთიასა და მარგანეცს. საკმაოდ კალორიულია, ამიტომ ენერგიის შესანიშნავ წყაროდ ითვლება.

ბავშვებისთვის მისი ხშირი მიღება რეკომენდებული არ არის - კვირაში 1-2-ჯერ საკმარისია. ასეთი შეზღუდვა იმ უარყოფითი თვისებებით არის გამოწვეული, რაც მანის ნამდვილად აქვს:

1. შეიცავს ვიტამინ ფიტინს, რომელიც ნაწლავებიდან D ვიტამინის, კალცისა და რკინის ათვისებას უშლის ხელს. ამ ყველაფერს კი რაქიტამდე, რკინის ნაკლებობისკენ, ჩონჩხის განუვითარებლობამდე მივყავართ. ამიტომ მანი ძირითად კერძად არ არის რეკომენდებული, თუნდაც ბავშვს წონის ნაკლებობა აწუხებდეს.

2. მანიში დიდი რაოდენობითაა ცილა გლუტენი, რომელიც ბავშვის ორგანიზმში ვერ გადამუშავდება და შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს (დიარეა, ეგზემა, დერმატიტი), დაასუსტოს იმუნიტეტი და სპეციფიური დაავადება - ცელიაკი გამოიწვიოს. ეს გლუტენის აუტენლობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ საკვებს ვერასოდეს აიტანს და ყოველთვის სპეციფიკური კვება დასჭირდება.

3. ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო მისი მონელება ბავშვის ორგანიზმისთვის ძალიან რთულია.

როდის უნდა მისცეთ ბავშვს მანის ფაფა?

საუკეთესო შემხვევაში 2 წლის ზემოთ - ამ დროს კუჭში ფერმენტების სისტემა უკვე ფორმირებულია. სამაგიეროდ, ხშირ მოხმარებას არ გირჩევთ. როგორც აღვნიშნეთ, არა უმეტეს 2-ჯერ კვირის განმავლობაში.

mshoblebiყველაზე სასარგებლო პროდუქტები საუზმისთვის

mshoblebiყველაზე სასარგებლო ფაფები – რეიტინგი

mshoblebi

რით ჩავანაცვლოთ მობეზრებული ფაფები