ყველაზე სასარგებლო ფაფები – რეიტინგი - მშობლები

ყველაზე სასარგებლო ფაფები – რეიტინგი

2014-08-04 20:10:16+04:00

კარგია, როცა ბავშვიც და უფროსიც სხვადასხვა სახის ბურღულეულს იღებს I ადგილი – წიწიბურის ფაფა (ყველაზე მდიდარი ვიტამინებით), 120 კილოკალორია 100 გრამში

II – შვრია (ყველაზე ჭკვიანი ფაფა), 160 კკალ 100 გრ

III – ქერი (ყველაზე ლამაზი, მას სილამაზის ფაფასაც უწოდებენ), 88 კკალ 100 გრ

IV – ბარდის – (ყველაზე ოპტიმალური), 80 კკალ 100 გრ

V – სიმინდის, 86 კკალ 100 გრამში

VI – ბრინჯის (ყველაზე გამასუფთავებელი ფაფა), 144 კკალ 100 გრამში

VII – ფეტვის, 89 კკალ 100 გრამში

VIII – მანანის (სახამებლის დიდი შემადგენლობით), 100 კკალ 100 გრამში

სხვადასხვა ფაფეულის რეგულარული მოხმარება იმას იწვევს, რომ ადამიანის ორგანიზმში ხვდება ყველა საჭირო ნივთიერება და ვიტამინების კომპლექსი ნორმალური განვითარებისა და აქტიური მოღვაწეობისთვის. კარგია, როცა ბავშვიც და უფროსიც სხვადასხვა სახის ბურღულეულს იღებს, ოღონდ არა ყოველთვის დამტკბარს – ბევრი ტკბილი, თუნდაც ფაფეულის სახით, არაფრით არ არის სასარგებლო (იხილეთ სტატია).

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ ბურღულეული შეიძლება იქცეს არა მხოლოდ დამოუკიდებელ კერძად ბავშვთა კვებაში, არამედ გარნირადაც სხვადასხვა დანამატით. ყველაზე გავრცელებული შეთავსებაა ბურღული სოკოთი, ბოსტნეულით, ჩირით და თხილეულით.