ქალს თურმე სიარულის მანერაზე ეტყობა, რომ ჩასახვისთვის მზადაა - მშობლები

ქალს თურმე სიარულის მანერაზე ეტყობა, რომ ჩასახვისთვის მზადაა

2015-05-06 17:45:30+04:00

მეცნიერულად დადასტურდა, რომ მამაკაცები ასეთ ქალებს ინსტინქტურად არჩევენ ბრბოში როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ქალს სიარულის მანერაზე ეტყობა, რომ ჩასახვისთვის მზადაა. ისიც მეცნიერულად დადასტურდა, რომ მამაკაცები ასეთ ქალებს ინსტინქტურად არჩევენ ბრბოში.

როგორც აღმოჩნდა, ქალს სიარულის მანერა ეცვლება, როცა ჩასახვისთვის ხელსაყრელი პერიოდი უდგება. გერმანელმა მეცნიერებმა ათეულობით ქალის მოძრაობა დააფიქსირეს. გადაიღეს, როგორ დადიოდნენ ან ცეკვავდნენ. შემდეგ ჩანაწერები ისე გადაამუშავეს, რომ მხოლოდ სილუეტები ჩანდა.

ასეთი გამოსახულებები ყველა ქალზე ორ-ორჯერ გაკეთდა - ფერტილობის ჟამს და მაშინ, როცა დაფეხმძიმების შანსი ყველაზე ნაკლები იყო.

შემდეგ ჩანაწერები 200 მამაკაცს უჩვენეს და სთხოვეს, აერჩიათ ყველაზე მიმზიდველი ქალი.

პრაქტიკულად ყველა მამაკაცმა არჩევანი ისეთ ქალზე შეაჩერა, რომელიც ფერტილობის დროს იყო გადაღებული. თუმცა მიზეზის დასახელება, თუ რატომ აირჩიეს ესა თუ ის ქალი, კაცებს გაუჭირდათ.

მკვლევარ ბერნჰარდ ფინკის განმარტებით, იცვლება არა სიარულის ტემპი, არამედ თეძოების რხევის დიაპაზონი. სწორედ ეს იზიდავს მამაკაცებს.

mshoblebiრომელი თვეა ჩასახვისთვის ყველაზე რისკიანი და რა მოსდევს მას