ნორმის ფარგლებში უნდა იკვებოს, არც მოიკლოს და არც ზედმეტი მოუვიდეს შოტლანდიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ ორსული მეტისმეტად ბევრს ჭამს და ეს წონაზეც ეტყობა, ბავშვს მეტად აქვს დიაბეტისა და ინსულტის განვითარების რისკი. ბევრს გაუგონია, რომ ორსულობის დროს ორის მაგივრად უნდა ჭამონ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკვები უნდა გააორმაგოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტად უნდა შეარჩიოს ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტები და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს კვების საკითხს. ნორმის ფარგლებში უნდა იკვებოს, არც მოიკლოს და არც ზედმეტი მოუვიდეს. გარდა იმისა, რომ მეტისმეტად ბევრი ჭამით ნაყოფი ძალიან იზრდება, რაც მშობიარობის დროს შესაძლო ტრავმების რისკს ზრდის, ეს ასევე თურმე ნაყოფს სხვა დაავადებებითაც ემუქრება.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ იმ დედების შვილები, რომლებიც ორსულობის დროს მეტისმეტად გასუქდნენ, მოგვიანებით უფრო ხშირად იტანჯებოდნენ დიაბეტით, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებით. მათ 13 ათასზე მეტი ადამიანი გამიკვლიეს.
გარდა ამისა, ისიც აღმოჩნდა, რომ თუ პლაცენტაში ცხიმების მაღალი პროცენტულობაა, ნაყოფი ვერ იღებს საკმარის დაცვას სტრესის ჰორმონ კორტიზოლისგან. შესაბამისად, ასეთი დედების ბავშვებს მეტად ახასიათებთ ხასიათის ცვალებადობა და დეპრესიები.