"სანამ მე გყავარ, დანარჩენებსაც აცოცხლებ" - საოცარი სიტყვები, რომელიც იმედით აგავსებთ - მშობლები

"სანამ მე გყავარ, დანარჩენებსაც აცოცხლებ" - საოცარი სიტყვები, რომელიც იმედით აგავსებთ

2015-05-29 18:04:31+04:00

"სამწუხაროდ, არავის ვჭირდები. ადამიანებს ჩემი გაგონებაც არ უნდათ" ოთახში ოთხი სანთელი ენთო და თანდათან ილეოდა... სიჩუმეში მათი ხმაც გაისმა. ერთმა სანთელმა თქვა: "მე სიმშვიდე ვარ. სამწუხაროდ, ადამიანებს ჩემი შენარჩუნება არ სურთ. რა აზრი აზქვს ჩემს ნათებას, ისღა დამრჩენია, ჩავქრე"... და სანთელი ჩაქრა.

მეორემ თქვა: "მე რწმენა ვარ. სამწუხაროდ, არავის ვჭირდები. ადამიანებს ჩემი გაგონებაც არ უნდათ. არც ჩემს ნათებას აქვს აზრი"... და მეორე სანთელიც ჩაქრა.

მესამემ თქვა: "მე სიყვარული ვარ. ძალა აღარ მაქვს, რომ ვანათო. ადამიანები არ მაფასებენ. არც სიყვარულის ჩუქება შეუძლიათ და არც მიღება..." და ისიც ჩაქრა.

უცებ ოთახში ბავშვი შევიდა. შეამჩნია ჩამქრალი სანთლები და აყვირდა: "რას აკეთებთ? თქვენ უნდა ენთოთ! მე სიბნელის მეშინია!.." და ტირილი დაიწყო.

ჯერ კიდევ ანთებულმა მეოთზე სანთელმა კი დაამშვიდა პატარა: "ნუ გეშინია და ნუ ტირი. სანამ მე ვანთივარ, სანამ მე გყავარ, დანარჩენებსაც გაგიცოცხლებ... მე იმედი ვარ და არასოდეს დაგტოვებ"...