ვეგეტარიანელ დედას სასამართლომ აიძულა, შვილს ხორცი აჭამოს - მშობლები

ვეგეტარიანელ დედას სასამართლომ აიძულა, შვილს ხორცი აჭამოს

2015-05-31 17:10:01+04:00

ბავშვს კვირაში ერთხელ მაინც უნდა დართონ ნება, ჭამოს ხორცი სასამართლომ აიძულა ვეგეტარიანელ დედას, კვირაში ერთხელ მაინც აჭამოს შვილს ხორცი. ბიჭუნას მამამ დაიჩივლა, რომ მისმა ცოლმა შვილი ვეგეტარიანულ დიეტაზე დასვა.

2006 წლიდან იტალიელი ქალი, რომელიც ქალაქ ბერგამოში ცხოვრობს, შვილს მხოლოდ ბოსტნეულს, ფაფეულსა და ბურღულეულს აჭმევს. ყოფილმა ქმარმა გადაწყვიტა, სასამართლოსთვის მიემართა სარჩელით და სთხოვა მოსამართლეს, ჩარეულიყო, რადგან მსგავსი დიეტა მისი შვილის ჯანმრთელობას აყენებდა ზიანს. როდესაც ბიჭი მამასთან მიდიოდა, მას სწრაფი კვების ობიექტებში მიჰყავდა, მეორე ბებიაც მის "გასანებივრებლად" სოსისებს და ძეხვებს არ იშურებდა და მერე დედა ბრაზობდა, რომ ბავშვს მუცელი სტკივდებოდა, ამიტომ მამასთან სულ უფრო ნაკლებად უშვებდა.

ახლა გადაწყდა, რომ ბავშვს კვირაში ერთხელ მაინც უნდა დართონ ნება, ჭამოს ხორცი.

ცოტა ხნის წინ იტალიის სასამართლოში ორი ქალიშვილის მამას მიუსაჯეს ორთვიანი ციხე იმის გამო, რომ გოგონები დიეტაზე დასვა და აიძულებდა, ძალიან დიდხანს ესრიალათ თხილამურებით – მამაკაცის აზრით, მისი ქალიშვილები მეტისმეტად გასუქდნენ და ასე ებრძოდა მათ წონას.