ვნახოთ, თუ ამოიცნობთ საკუთარ თავს ამ დახასიათებებში ვარსკვლავების დახმარებით ბევრი რამის გაგება შეიძლება. მათ შორის იმისაც, როგორი მშობელია ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი. ვნახოთ, თუ ამოიცნობთ საკუთარ თავს ამ დახასიათებებში.
თხის რქა
ბავშვები ძალიან უყვართ, მაგრამ შვილების გაჩენის შემდეგ ცხოვრების წესს არ იცვლიან. ცხოვრებას ძველებურად აგრძელებენ, ოღონდ ახლა უკვე ბავშვით ხელში. შვილს პირადი მაგალითის მიცემით ზრდიან. მაგალითად, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ დედა აერობიკის გაკვეთილზეა და ჩვილი ბავშვიც გვერდით ჰყავს.
მერწყული
შესანიშნავი მშობლები არიან. ზრუნავენ, რომ შვილს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. აქტიურად მონაწილეობენ ბავშვების ცხოვრებაში - მშობელთა კომიტეტში არიან, ზეიმებზე საინტერესო კოსტიუმებს კერავენ. თუმცა ფანატიკოსები არ არიან. როცა ბავშვი იზრდება, ადვილად ანიჭებენ თავისუფლებას. ისტერიკების გარეშე ეგუებიან აზრს, რომ შვილს თავისი ცხოვრება აქვს.
თევზები
ამ მშობლებს შეუძლიათ დახეული ტანსაცმლით იარონ, მათ შვილებს კი ყველაფერი საუკეთესო ეცვათ. ყველაზე საშინელი გაჭირვების დროსაც შვილებს ახალი თოჯინის ან მანქანის ყიდვაზე უარს არ ეტყვიან.
ვერძი
ეს მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვებმა ყველაფერი ისე უნდა გააკეთონ, როგორც თავად ეტყვის. ამიტომ მათთვის ბავშვი-ფლეგმატიკი საუკეთესო საჩუქარია - ის მშობელს არაფერში შეეწინააღმდეგება.
კურო
შვილებისთვის უფროსი და-ძმებივით არიან და თამამად მოსდებენ ყურის ძირში ყველას, ვინც მათ აწყენინებს. არა აქვს მნიშვნელობა, ქუჩის ბიჭი იქნება ეს თუ მასწავლებელი. ჯერ წიხლით შეანგრევენ სამასწავლობლოს კარს და მერე თავაზიანად იკითხავენ, ვინ გაბედა მათი შვილის დაჩაგვრა.
ტყუპები
პატარებს დიდებისგან არ ასხვავებენ. ცდილობენ ისევე ახსნა-განმარტებით გააგებინონ რამე, როგორც დიდს. რომ არაფერი გამოსდით, დასახმარებლად ბებიებს მიმართავენ. ეს მშობლები ბავშვებს ტკბილეულის ჭამას არ უშლიან და დიდხანს ეთამაშებიან მათ.
კიბო
ფანატიკოსი მშობელია. ბავშვის აღზრდაზე უამრავი სტატია და ნაშრომი აქვს წაკითხული. ნახევარ საათში ერთხელ აზიარებს შვილების ფოტოებს სოციალურ ქსელში და სიცოცხლის ბოლომდე ინახავს პირველ "კიჭს" თუ პირველ კულულს.
ლომი
ლომისთვის აუცილებელია, რომ ყველა მისი შვილით იყოს აღფრთოვანებული. ამიტომაც ლომების შვილები ყიველთვის ჭკვიანები, სპორტულები და წარმატებულები არიან. იმის მიუხედავად, თავად ბავშვს რა ინტერესები აქვს.
ქალწული
ზედმეტად მზრუნველები და ფეთიანები არიან, თუმცა ამას არ აღიარებენ. ქალწული არაფრით არ გამოუშვებს სახლიდან უქუდოდ და უშარფოდ. მაშინაც კი, როცა "ბავშვი" უკვე 40 წლისაა.
სასწორი
შვილის გაჩენის შემდეგ ყოყმანის ყოველგვარი ჩვევა უქრებათ. უპრობლემოდ ართმევენ თავს ნებისმიერ ამოცანას. მერწყულის მსგავსად, იდეალური მშობლების რიცხვში შედიან.
მორიელი
საოცრად ქარიზმატულები არიან. ეს ბავშვებზეც მოქმედებს და ამიტომ შვილის გაჩენის პირველი თვეებიც კი ორივესთვის შედარებით მარტივად მიმდინარეობს. ერთადერთი, რასაც მორიელი მშობლის წყობილებიდან გამოყვანა შეუძლია, ბავშვის ჯანმრთელობაა.
მშვილდოსანი
თვითონაც ბავშვებად რჩებიან, ამიტომ დიდი გატაცებით თამაშობენ შვილებთან ერთად ქვიშაში, ისვრიან დართსის ისრებს, წუწაობენ. სამაგიეროდ, პასუხისმგებლობის გრძნობაც არ ღალატობთ. შეცდომებსაც აღაირებენ და შვილის შეცდომებზეც სწორად რეაგირებენ.