პატარა პრინცისა და პრინცესას თბილი ფოტოსესია პრინც ჯორჯს სულ ცოტა ხნის წინ შეეძინა დაიკო - პრინცესა შარლოტა. როგორც მათი ცნობილი დედის - კეიტ მიდლტონის მიერ გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, და-ძმა ერთმანეთს მშვენივრად უგებს და შარლოტამ ჯორჯის გული უკვე მოიგო. ეს მათი პირველი ერთობლივი ფოტოებია და როგორც ხედავთ, პატარა პრინცესასაც თავი ღირსეულად უჭირავს. ამბობენ, რომ ბრიტანეთის პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და მალე გეგმავენ მესამე შვილს.