სატოლმე ფოთლების უსწრაფესად მომზადება - ეს მეთოდი გადატრიალების ტოლფასია - მშობლები

სატოლმე ფოთლების უსწრაფესად მომზადება - ეს მეთოდი გადატრიალების ტოლფასია

2015-06-21 19:08:07+04:00

როგორ ფიქრობთ, ტოლმა სწრაფად და მარტივად მოსამზადებელ კერძებში შედის? უმეტესობისთვის არა როგორ ფიქრობთ, ტოლმა სწრაფად და მარტივად მოსამზადებელ კერძებში შედის? უმეტესობისთვის არა. ყველაზე მეტი დრო კომბოსტოს ფოთლების მოწალვას სჭირდება, რომელიც ისედაც უსიამოვნო პროცედურაა. ვინაიდან თანამედროვე დიასახლისი ყოველთვის მარტივ გამოსავალს ეძებს, კომბოსტოს "გათუთქვის" სახელდახელო მეთოდიც მოიფიქრეს.

პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ ტოლმისთვის შემთხვევით შერჩეული კომბოსტო არ გამოდგება. ჯობია, ბრტყელი ფორმა ჰქონდეს, ვიდრე "კეხიანი", თან მსუბუქი უნდა იყოს. ასეთი კომბოსტო ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ შეგხვდებათ, მაგრამ თუ ბაზარში კარგად მოძებნით, აუცილებლად წააწყდებით.

უკვე შერჩეული თავი გარეცხეთ, მოაშორეთ რამდენიმე ზედა ფოთოლი და ამოჭერით გამაგრებული ადგილი. ერთი სიტყვით, ისე დაამუშავეთ, როგორც მოწალვის წინ.

გამზადებული კომბოსტო შედგით მიკროტალღურ ღუმელში (მართალია, მიკროტალღურის მავნებლობაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ თუ მაინც ხმარობთ, ამ საქმეშიც გამოიყენეთ). თუ თავი 1,5-2 კილოგრამს იწონის, ღუმელი 900 ვატზე დააყენეთ და 12 წუთი მიუთითეთ.

mshoblebi

როცა გამოიღებთ, მისი ფურცლები რბილი და ნაზი იქნება. ცოტა ხნით ცივ წყალში მოათავსეთ და ნელ-ნელა ფოთლები მოაცალეთ.