სანამ ეს მშობლები ისვენებდნენ, მათი 10 თვის გოგონა ნაპირიდან ერთ კილომეტრში, ზღვაში იპოვეს - მშობლები

სანამ ეს მშობლები ისვენებდნენ, მათი 10 თვის გოგონა ნაპირიდან ერთ კილომეტრში, ზღვაში იპოვეს

2015-07-11 10:27:31+04:00

გოგონა გასაბერი მატრასით ტალღებზე ტივტივებდა ეს საკმაოდ უსიამოვნო ამბავი თურქეთის ქალაქ კიუჩუკუიუში მოხდა, რომელიც ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ადგილობრივმა სანაპიროს დაცვამ ნაპირიდან ერთ კილომეტრში 10 თვის ბავშვი გადაარჩინა – გოგონა გასაბერი მატრასით ტალღებზე ტივტივებდა.

როგორც მერე გაირკვა, პატარა მელდა ილგინი მშობლებთან ერთად ისვენებდა პლაჟზე. ნაპირთან ბანაობდა, მერე გასაბერი მატრასით დაცურავდა და რაღაც პერიოდში უმეთვალყურეოდ დარჩა. როგორც ჩანს, მშობლები მზეზე გარუჯვით გაერთნენ და ვერ შენიშნეს, ბავშვი როგორ წაიყვანა თავისი მატრასიანად ნიავმა და თანდათან სულ უფრო დააშორა ნაპირს. როცა მშობლებს ბავშვი გაახსენდათ, ზღვაში უკვე ასეული მეტრით შორს, წერტილივით ცანდა. მელდას გამოყვანას თვითონ უკვე ვეღარ შეძლებდნენ და სანაპირო დაცვას უხმეს.

mshoblebi

მაშველები ძალიან ფრთხილად მიცურდნენ ბავშვთან, კატერით – რომ ტალღა არ შეექმნათ და მატრასი არ გადაებრუნებინათ. საბედნიეროდ, ბავშვი წარმატებით გადაარჩინეს – მოეხერხებინა მატრასზე გაჩერება და არ გადმოვარდნილიყო წყალში. რამდენიმე წუთში მიიყვანეს მშობლებთან.

ეს ამბავი კარგად დამთავრდა, თუმცა სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მშობლებს, ძალიან ფრთხილად იყონ და თვალი არ მოაშორონ პატარებს.