იოანეს დაბადებას დავესწარი. ეს იმდენად დიდი მოვლენაა, რომ ყველა კაცმა უნდა ნახოს მიუხედავად იმისა, რომ მსახიობ კახა კინწურაშვილის შესახებ საზოგადოების დიდი ინტერესი არსებობს, პირადი ცხოვრების შესახებ საუბარს ყოველთვის ერიდება, მასთან ინტერვიუებს ძირითადად საქმიან თემაზე შეხვდებით. თუმცა სოციალურ ქსელში კახას ოჯახური ფოტოები მრავლად არის და თქვენც გიზიარებთ.
კახამ 2013 წლის 13 აგვისტოს ჯვარი პროფესიით იურისტ მზიკა ყანჩელზე დაიწერა, 2014 წლის 13 ივლისს კი წყვილს ბიჭი შეეძინა, ბავშვს სახელად იოანე დაარქვეს. კახას მეუღლე მშობიარობის დროსაც არ მიუტოვებია. "იოანეს დაბადებას დავესწარი. ეს იმდენად დიდი მოვლენაა, რომ ყველა კაცმა უნდა ნახოს. ესეც რომ არ იყოს, არ შეიძლება საყვარელი ადამიანი მიატოვო და ცალკე ინერვიულო. ქალი ამ დროს უდიდეს პროცესებს გადის. არ მეგონა, ასეთი შთამბეჭდავი პროცესი თუ იქნებოდა. იმის გამო არ დავსწრებივარ, მეფიქრა, ბავშვი, რომ დაიბადება, პირველმა ვნახო-მეთქი. მინდოდა, მზიკას გვერდით ვყოფილიყავი და მარტო არ დამეტოვებინა. ჩემი იქ ყოფნა ძალიან დაეხმარა", - თქვა კახა კინწურაშვლმა ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას.
პატარა უკვე ერთი წლისაა და საოცრად ჰგავს მამას. როგორც ფოტოებიდან ჩანს, კახა ძალიან ბევრ დროს ატარებს ბავშვთან და კარგი მამაა.