გამოცდილი და ეფექტური საშუალებები ბლოგერი და ახალგაზრდა დედა ოლგა ბოიკო გვთავაზობს ხალხურ რეცეპტებს და გვასწავლის, როგორ ვუშველოთ მასტიტსა და ლაქტოსტაზს უწამლოდ.
პირველ თვეს ძუძუთი კვებას თან ახლავს პრობლემები. ისე მინდოდა, ჩემი პატარა საკუთარი რძით გამომეკვება, რომ მოვიძიე ხალხური რეცეპტები, რომლებმაც რეალურად მიშველა და მომიხსნა რძის შეგუბება. იქნებ თქვენც გამოგადგეთ ჩემი გამოცდილება. რძე თავიდანვე ბევრი მქონდა, მაგრამ ბავშვი სუსტი იყო და ვერ წოვდა საკმარისად. თან რძის ცხიმიანობა მაღალი მქონდა და ამის გამო სადინრები დაიხშო. შედეგად - გამაგრებული ადგილები სარძევე ჯირკვალში და ტემპერატურა 39- 40 გრადუსი.
რეცეპტი №1 - ცარცი, კეფირი და კომბოსტო
ცარცი დაფშვენით და შეურიეთ კეფირს, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან არაჟნისებურ მასას; წაისვით მიღებული ნარევი პრობლემურ ადგილებზე;
მდუღარე წყალში რამდენიმე წუთით გააჩერეთ კომბოსტოს ფურცლები. როცა შეგრილდება, აიღეთ ერთი ფურცელი და დაიფინეთ უკვე წასმულ ცარცისა და კეფირის ნარევზე. მკერდზე შარფი შემოიხვიეთ. დილით გამოიწველეთ რძე და გადაასხით. მთელი დღის განმავლობაში მიეცით ბავშვს ორივე ძუძუ მონაცვლეობით. კომბოსტოს ფოთლის კომპრესი შესანიშნავად ხსნის ტკივილს მკერდის არეში და ხსნის შეგუბებულ ადგილებს.
რეცეპტი №2 - მაწონი სოდით
1 სუფრის კოვზი მაწონი დადეთ რამდენიმე ფენა მარლაზე და ზემოდან მოაყარეთ სოდა. დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დაიფინეთ ცელოფანი და დააფიქსირეთ ბინტით. დაიტოვეთ კომპრესი მთელი ღამით. 2- 3 პროცედურაში ყველაფერი გაივლის.
თუ თქვენ ხშირად გიმაგრდებათ მკერდი და რძე გიგროვდებათ, გამოიყენეთ რძის გამოსაწური მანამ, სანამ პატარა არ წამოიზრდება და არ მოძლიერდება. ხოლო თუ სადინრები არ იხსნება კარგად და რძეს გამოსვლა უჭირს, ძალიან კარგი მეთოდია ცხელ წყალში (როგორსაც გაუძლებთ) დასველებული პირსახოცის მკერდზე დადება, რამდენჯერმე. კარგად ხსნის სადინრებს.
იმედი მაქვს, ეს რეცეპტები ისევე დაგეხმარებათ, როგორც დამეხმარა მე. ჩემი ბიჭუნა 1,5 წლისაა და ჯერ კიდევ სიამოვნებით მიირთმევს დედის რძეს.